სიახლეები
სკოლები

„სიკეთისა და თანადგომის მაგალითი, შეუცვლელი დირექტორი“ - დისველის საჯარო სკოლის ხელმძღვანელ ჯანსულ შაინიძეს თანამშრომლები დაბადების დღეს ულოცავენ
30-01-2023
-
+


ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლის დირექტორი ჯანსულ შაინიძე იუბილარია. სკოლის შეუცვლელი დირექტორი - ასე ახასიათებენ მას სკოლაში. ის მოსწავლეებისა და მასწავლებლების წარმატებაზე ორიენტირებული, კეთილსინდისიერი და უანგარო პიროვნებაა. მას დიდი წვლილი მიუძღვის სკოლის წარმატებაში. 

სკოლის თანამშრომლები დირექტორს დაბადების დღეს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ულოცავენ. მისალოც წერილს სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი ავრცელებს. 

„ასლან შაინიძის სახელობის სოფელ დისველის საჯარო სკოლის თანამშრომლები უდიდესი პატივისცემით ულოცავენ დაბადების დღეს ამავე სკოლის შეუცვლელ დირექტორს ბატონ ჯანსულ შაინიძეს. რა არის წარმატების საწინდარი? უპირველესად ეს არის გარემო სადაც გიხდება განვითარება და მოღვაწეობა, ეტაპობრივად მიუყვები განათლების საფეხურებს სადაც, შემეცნებით პროცესში უშვებ უნებლიე შეცდომებს, რომელიც ხელს უწყობს პროფესიულ ზრდას, დამეწრმუნებით ვინც ქმნის ის ახორციელებს მაქსიმუმს. ეს ყოველივე კი თავისუფალი აზროვნების შედეგია, რომელიც ახალისებს ნოვატორულ იდეებს და არ ჯდება შემოქმედებით საზღვრებში. ამ ყველაფრის ორგანიზატორი კი იმ გარემოს ხელმძღვანელია, რომლის არეალშიც გიხდება უშუალოდ მოღვაწეობა... როგორი უნდა იყოს სკოლის დირექტორი? მე როგორც რიგითი ხელქვეითი მინდა გითხრათ რომ მასზეა დამოკიდებული, ნებისმიერი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომლიც სკოლის და მოსწავლეების წარმატებას უდევს საძირკვლად. ის უნდა იყოს დიდსულოვანი, კეთილსინდისიერი, უანგარო, ადამიანური, პიროვნული ღირებულებებით სავსე, რომლიც ზრუნავს პედაგოგებზე, განათლების უწყვეტ ზრდაზე და განვითარებაზე. სწორედ ასეთი ადამიანი გახლავთ ასლან შაინიძის სახელობის სოფ. დისველის საჯარო სკოლის დირექტორი ბატონი ჯანსული შაინიძე. სიკეთისა და თანადგომის მაგალითი... შეუცვლელი მისაბაძი დირექტორი - საოცარი მშობელი მეუღლე და ადამიანი... დღეს, სწორედ ამ პიროვნების დაბადების დღეა ასლან შაინიძის სახელობის დისველის საჯარო სკოლის თანამშრომლების სახელით, დიდი სიამაყით გილოცავთ დაბადების დღეს, გისურვებთ, წინსვლას წარმატებას, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას თქვენს თბილ-მოსიყვარულე ოჯახათან ერთად... ჯანსულ მასწავლებელო, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, მე - როგორც პედაგოგმა და დარწმუნებული ვარ ჩემნარი ბევრია - იმ თითოეული გადადგმული ნაბიჯისათვის, რომელიც მხარს მიმაგრებდა წარმატებაში, იმ თითოეული სიტყვისათვის რომელიც აზრობრივად მიმითითებდა წარმატებისაკეს... ეს ის სიკეთეა, რომელიც აუცილებლად დაგიბრუნდებათ უკან, უფრო ღრმა და მყარი ფესვებით“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სეტყვა, ქარი, ელჭექი... - სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები
„ვულოცავთ ამ წარმატებას ლაშას და ვუსურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ საქმიანობას“ 
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება