სიახლეები
სკოლები

კვატიის საჯარო სკოლის მე-5 კლასში საინტერესო ვიქტორინა გაიმართა
30-01-2023
-
+


დიმიტრი ხოზრევანიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კვატიის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესოდ და აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, მე-5 კლასში, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელის გოგიტა ბერიძის ხელმძღვანელობით, ვიქტორინა გაიმართა. 
 
წინასწარ მომზადებულ კონვერტებაში, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებიდან, 4-4 შეკითხვა იყო მოთავსებული. მოსწავლეებმა საქართველოში „ჯეირანის“ სახელწოდებით ცნობილი თამაში ითამაშეს. 

საგაკვეთილო პროცესი საკმაოდ სახალისო საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა, მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ინტერესითა ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ, მასწავლებლების და სხვა კლასის მოსწავლეების ჩართულობით, ღია გაკვეთილების ჩატარება იგეგმება.

„გაკვეთილის მიზანია თამაშით სწავლება, რაც ასევე მოიცავს მოსწავლეების შეგუებას ფორმალურ გარემოზე და აუდიტორიასთან ურთიერთობის გამარტივებას. ამ ფორმით მიმაჩნია, რომ მოსწავლეებს მოეხსნებათ ის კომპლექსები, რაც, თავის მხრივ, ფორმალურ გარემოში აუდიტორიასთან ურთიერთობას თან ახლავს. გაკვეთილი წარმოადგენდა საცდელ ვარიანტს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სეტყვა, ქარი, ელჭექი... - სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები
„ვულოცავთ ამ წარმატებას ლაშას და ვუსურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ საქმიანობას“ 
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება