სიახლეები
სკოლები

რიყეთის საჯარო სკოლაში კალიგრაფიის კონკურსი გაიმართა
30-01-2023
-
+


მალხაზ შავაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან და საინტერესო თარიღებს ყოველთვის მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნავენ. 

ამჯერად, კალიგრაფიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კალიგრაფიის კონკურსი გაიმართა. ის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების ინიციატივით და მოსწავლეების აქტიური ჩართულობით, ჩატარდა. კონკურსში მე-5 - მე-8 კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ. 

მათ ვეფხისტყაოსნის რამდენიმე სტროფი უნდა გადაეწერათ. მოსწავლეებმა დავალებას თავი წარმატებით გაართვეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ კონკურსის მიმდინარეობას ჟიური აკვირდებოდა. შეირჩა სამი საუკეთესო ხელნაწერის ავტორი, რომელთაც სიგელები გადაეცათ. 

„კალიგრაფია ბერძნული სიტყვაა და ქართულად ლამაზად, მკაფიოდ წერის ხელოვნებას ნიშნავს. 23 იანვარს მსოფლიოში კალიგრაფიის დღე აღინიშნება. ამ დღის მიზანია მაღალტექნოლოგიურ საზოგადოებაში, პოპულარიზაცია გაუწიოს ისეთ უნიკალურ ფენომენს, როგორიცაა ხელწერა. მუშაობის პროცესი საინტერესოდ წარიმართა. მადლობა საინტერესო დღისთვის!
წერე ქართულად და მოქნილად“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის რეგისტრაცია 11 მარტის 10:00 საათიდან  დაიწყება

2000-ლარიან ვაკანსიაზე მანდატურის სამსახური კონკურსს აცხადებს

თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია  აბიტურიენტებისთვის 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ღონისძიებაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ

სემინარში საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება