სიახლეები
პიროვნება

„ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, ვყოფილიყავი დაწყებითი კლასების მასწავლებელი“- სვეტლანა სუხორუკოვა, მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი
30-01-2023
-
+


სვეტლანა სუხორუკოვა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორია, რომელიც შრომისმოყვარეობითა და მიზანდასახულობით გამოირჩევა. როგორც ქალბატონი სვეტლანა გვიყვება, ბავშვებთან მუშაობის მრავალწლიანმა გამოცდილებამ უფრო თბილი და მეგობრული გახადა. ის მუდამ იბრძვის დასახული მიზნისკენ და არ უშინდება დაბრკოლებებს, სწორედ ეს განაპირობებს დირექტორის სტატუსით, მის წარმატებულ მოღვაწეობას. etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს სვეტლანა სუხორუკოვასთან:

- საკუთარ თავს დავახასიათებ, როგორც...
- შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანი.

- რომ არა დირექტორი, ვიქნებოდი...
- რა თქმა უნდა, ვიქნებოდი მასწავლებელი. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, რომ ვყოფილიყავი დაწყებითი კლასების მასწავლებელი.

- რა თვისებები შეგძინათ თქვენმა პროფესიამ ?
- ეს თვისება არის: მოთმინება ვინაიდან, როგორც ვიცით, პედაგოგობა არც ისე ადვილია და ის მოითხოვს ბევრს შრომას და მოთმინებას.

- თქვენი სამაგალითო კოლეგა დირექტორი...
- მყავს რამოდენიმე კოლეგა დირექტორი, რომლებიც ჩემთვის ნამდვილად სამაგალითონი არიან. ისინი გამოირჩევიან პროფესიონალიზმით და დიდი პასუხისმგებლობით.

- გამოცდილება, რომელმაც შემცვალა...
- უკვე დიდი ხანია ურთიერთობა მაქვს ბავშვებთან. ამან სავსებით შემცვალა. უფრო თბილი და მეგობრული გავხდი არა მარტო ჩემი მოსწავლეების, არამედ ზოგადად ყველა ბავშვის მიმართ.

- თქვენი საყვარელი სიტყვა...
- „არ დანებდე“, ყოველთვის იბრძოლე შენი მიზნებისთვის.

- რა შეკითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს ?
-ბავშობის ოცნება აიხდინე?


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება