მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბავშვიანი ოჯახების გაძლიერების მიზნით ბაღდათის მუნიციპალიტეტი თითოული ოჯახისთვის 2000 ლარამდე გამოყოგს. აღნიშნული ფინანსური დახმარება შეეხება იმ ბავშვიან ოჯახებს, რომლებიც იმყოფებიან კრიზისულ ვითარებაში და/ან საჭიროებენ დახმარებას.
პროგრამაში ოჯახის ჩართვა შეიძლება განხორციელდეს მოქალაქის, მერის წარმომადგენლის, სოციალური მუშაკის ან სხვა უწყების მომართვის საფუძველზე. ოჯახის შეფასებას და საჭიროებების დადგენას უზრუნველყოფს ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი. სოციალური მუშაკის შეფასება და დასკვნა/რეკომენდაცია განიხილება მერიის სოციალური ღონისძიებების დაფინანსების განმსაზღვრელი კომისიის მიერ და მიიღება გადაწყვეტილება ბავშვიანი ოჯახისათვის საჭირო დახმარების თაობაზე.
აღნიშნული ქვეპროგრამიდან თითოეულ ოჯახზე გასაცემი თანხის ოდენობა არ აღემატება 2000 ლარს. გასაცემი თანხის ზუსტ ოდენობას განსაზღვრავს „სოციალური ღონისძიებების დაფინანსების განმსაზღვრელი კომისია“.
ქვეპროგრამის მიზანია ბავშვიანი ოჯახების გაძლიერების ხელშეწყობა. ბავშვებისათვის უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა