სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

რამდენიმე საუკეთესო გზა გაკვეთილის დასაწყებად
08-03-2023
-
+


ფაქტობრივად, ყველა მასწავლებელს აქვს მიდგომა, რითაც გაკვეთილს იწყებს. როგორც წესი, მსგავსი გზები წლების განმავლობაში გამოცდილი და წარმატებულია.

თუმცა, სასკოლო ცხოვრებაში სიახლის შეტანა ყოველთვის საინტერესოა. გაკვეთილის მიმდინარეობაში მოსწავლეები რომ მონდომებით ჩაერთონ, ამისთვის აუცილებელია, პედაგოგმა მათი ყურადღება პირველივე წუთებიდან მიიქციოს.

არის შემთხვევა, როდესაც მასწავლებლის მიდგომები არ ამართლებს და მოსწავლეებს გაკვეთილით ვერ აინტერესებს. ქვემოთ მოცემულია საუკეთესო გზები, თუ როგორ უნდა დაიწყოთ გაკვეთილი ეფექტურად.

საგაკვეთილო პროცესი ვიდეოს ჩვენებით დაიწყეთ

ეს მოსწავლეების ინტერსის გაღვივებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. რასაკვირველია, ის იმ თემას უნდა უკავშირდებოდეს, რასაც შემდეგ გაკვეთილზე განიხილავთ. მაგალითად, თუ რომელიმე ისტორიულ ფიგურაზე უნდა ისაუბროთ, მის შესახებ მომზადებული ვიდეოს მოძებნა არ უნდა გაგიჭირდეთ. რაც მთავარია, ვიდეო რესურსი იმხელა არ უნდა იყოს, რომ 45 წუთი მხოლოდ მის ყურებას დაეთმოს. შემდეგ მოსწავლეებს აზრის გამოთქმა სთხოვეთ და არგუმენტირებულ მსჯელობაში ჩართეთ.

გაკვეთილი კონკრეტული ნივთის წარდგენით დაიწყეთ

კიდევ ერთი გზა, რითაც მოსწავლეების დაინტერესება შეიძლება, გაკვეთილის დაწყებისას სწორედ საგაკვეთილო პროცესთან დაკავშირებული ნივთის ჩვენებაა. მაგალითად, თუ რომელიმე ნაწარმოებზე უნდა ისაუბროთ, წარუდგინეთ საგანი, რომელიც მასში აქტიურად გამოიყენება. სთხოვეთ, გითხრან, რაში შეიძლებოდა პერსონაჟებს ეს კონკრეტული ნივთი გამოეყენებინათ. ასე მათ ძალიან დააინტერესებთ.

გაკვეთილი კითხვის დასმით დაიწყეთ

ეს ძალიან კარგი საშუალებაა იმისთვისაც, რომ გაიგოთ, რა იციან თქვენმა მოსწავლეებმა, რა წარმოდგენა აქვთ სამყაროზე და როგორია მათი შეხედულებები. გარდა ამისა, მათ გაკვეთილილისა და კონკრეტული საკითხისადმი ინტერესს აღუძრავთ. მაგალითად, თუ ისტორიის გაკვეთილის ეგვიპტის შესახებ ატარებთ, დასაწყისშვივე ჰკითხეთ მოსწავლეებს, რა იციან ამ ქვეყანაზე, ფარაონებზე, პირამიდებზე.

გაკვეთილის დაწყებისას ფაქტობრივი შეცდომა დაუშვით 

გაკვეთილის დაწყებისას იმ საკითხზე ისაუბრეთ, რაც თქვენმა მოსწავლეებმა უკვე იციან და დაუშვით ფაქტობრივი შეცდომა. საინტერესოა, თუ რას მოიმოქმედებენ თქვენი მოსწავლეები. შეგისწორებენ თუ არა. ასე პედაგოგი დაინახავს, რამდენად გამბედავები არიან და რამდენად ახსოვთ გავლილი მასალა. რასაკვირველია, ბოლოს უნდა აღიაროთ, რომ შეცდომა დაუშვით. ამით მოსწავლეებს იმასაც აჩვენებთ, პირდაპირი მნიშვნელობით, როგორ შეიძლება შეცდომებზე სწავლა. გარდა ამისა, რაც მთავარია, გაკვეთილის მიმართ ინტერესსა და ჩართულობას გაზრდით.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება