მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დილემით სწავლება პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდს მიეკუთვნება. მისი მიზანია, მოსწავლეებს განუვითაროს კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნება, ასევე გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
ასეთი მეთოდები მოსწავლეებს ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრას ასწავლის. უფრო კონკრეტულად კი ბავშვები რეალური ცხოვრებისეული პრობლემების ანალიზით ისეთ გამოცდილებას იღებენ, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში გამოადგებათ.
დილემით სწავლება მოიაზრებს, რომ მოსწავლეებს შევთავაზოთ დებულებები, რომელთაგანაც ერთ-ერთი უნდა აირჩიონ, გაიაზრონ და დაასაბუთონ. დილემა უნდა უკავშირდებოდეს შესასწავლ საკითხს და ასევე აქტუალურ თემას, რომელიც საზოგადოებასაც აღელვებს.
დილემები რეალური, ცხოვრებისეული გამოცდილებიდან უნდა იყოს აღებული. მასზე მუშაობის დროს მოსწავლე მიღებულ თეორიულ ცოდნას რეალურ ცხოვრებას დაუკავშირებს. ამგვარი სწავლების დროს მოსწავლე სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილეა, რომელიც თავად ცდილობს, გაუმკლავდეს წამოჭრილ პრობლემას. ასევე თვითონ არკვევს, რა უნდა იცოდეს პრობლემის უკეთ გასაანალიზებლად. მეთოდის დადებითი მხარეა ისიც, რომ მოსწავლე დამოუკიდებლად ეძებს საჭირო და სანდო ინფორმაციას წიგნებსა თუ ინტერნეტში. მიღებული ცოდნით კი მარტივად პოულობს პრობლემის გადაჭრის გზებს.
დილემებით სწავლება მოსწავლეებს დამოუკიდებელ სწავლაში ეხმარება, შესწავლილი საკითხი კი გონებაში სამუდამოდ იბეჭდება. სწავლების ამგვარი მეთოდის გამოყენებისას სასწავლო პროცესი უფრო საინტერესო და სახალისოა, იზრდება მოსწავლეთა შინაგანი მოტივაცია და ბავშვები შესასწავლი საკითხითაც უფრო მეტად ინტერესდებიან.
დილემებით სწავლების მეთოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ცალკეული საგნის, ასევე ინტეგრირებული გაკვეთილების დროს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
მოსწავლეები კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ