სიახლეები
სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ამერიკულ ტექ-კომპანია ლინეატს შორის თანამშრომლობა დაიწყო
31-01-2023
-
+


უთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ლინეატ ჯორჯიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  დოკუმენტს ხელი KIU-ს რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ და ლინეატის მთავარმა ტექნოლოგიურმა ოფიცერმა ჰარისონ გრინ-ფიშბექმა მოაწერეს.

მხარეებს შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობას, მომავალი კვალიფიციური კადრების ჩამოყალიბებისათვის მოქმედ პროფესიონალებსა და სტუდენტებს შორის გამოცდილების გაზიარებას, თანამედროვე გამოწვევებისა და მზარდი მოთხოვნებიდან გამომდინარე ახალი პროგრამების განხორციელებას. პარტნიორობის ფარგლებში KIU და ლინეატ ჯორჯია ხელს შეუწყობენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს გაიარონ სასწავლო პრაქტიკა, აიმაღლონ კვალიფიკაცია და დასაქმდნენ. თანამშრომლობა ითვალისწინებს სტუდენტებისთვის სასტიპენდიო პროგრამის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც KIU-ს მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლის სტუდენტებს კომპანია ლინეატი სტიპენდიას გამოუყოფს. სტიპენდიანტების შერჩევა მოხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე.

„დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი კომპანია ლინეატთან. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა KIU-ს კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის სკოლის სტუდენტებისთვის. შეთავაზება ითვალისწინებს სტაჟირების პროგრამის განხორციელებას, სპეციალური სტიპენდიის დაწესებას და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დასაქმებას. ამისათვის აუცილებელი პირობაა, რომ სტუდენტებს ჰქონდეთ მაღალი აკადემიური მოსწრება და წარმატებით გაართვან თავი იმ პროექტებს, რომლებსაც კომპანია მათ შესთავაზებს“, - განაცხადა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ.

„მოხარული ვარ, რომ დღეს ქუთაისში ვიმყოფები. მე მქონდა შესანიშნავი შესაძლებლობა წარმედგინა სასტიპენდიო პროგრამა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. სიამოვნებით ვისაუბრე ამ თემაზე და ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებსაც ვუპასუხე. მესამედ ვიმყოფები საქართველოში და ყოველ ჯერზე აღფრთოვანებული ვარ ლინეატს, უნივერსიტეტსა და ფართო საზოგადოებას შორის  მზარდი პარტნიორობის ხილვით“, - აღნიშნა ლინეატის მთავარმა ტექნოლოგიურმა ოფიცერმა ჰარისონ გრინ-ფიშბექმა.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ლინეატის ტექნოლოგიების მიმართულების დირექტორმა ჰარისონ გრინ-ფიშბექმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს წაუკითხა ლექცია ამერიკის წამყვანი კომპანიების ტექნიკურ გამოწვევებსა და მათ გადაწყვეტილებებზე.

KIU-ს შესახებ:

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ქუთაისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 180-მდე ჰექტარ მიწაზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) სტუდენტების პირველი ნაკადი 2020-2021 სასწავლო წელს ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე (მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება) მიიღო. დღეისათვის უნივერსიტეტში 1 000-მდე სტუდენტი სწავლობს. KIU-ს პარტნიორია მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (TUM and TUM International). ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს აფინანსებს საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ საერთო ბიუჯეტით 1 მილიარდ ევრომდე.

Lineate-ის შესახებ:

„Lineate“ პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაა, რომელიც 4 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც არის წარმოდგენილი. მთავარი ოფისით ქ. ნიუ იორკში და ასევე, ოფისებით საქართველოში, პოლონეთსა და სომხეთში. კომპანია ქმნის მომხმარებელზე მორგებულ კომპიუტერულ პროგრამებს, რაც მათ კომპლექსური მონაცემების მიერ გამოწვეული პრობლემების გადაჭრაში ეხმარებათ. კომპანიას 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. 2006 წლიდან, კომპანიას აშშ-სა და ევროპაში განხორციელებული აქვს 920 პროექტი. კომპანია Lineate-ის ძირითადი მიმართულებებია AdTech, MarTech, MedTech და FinTech. კომპანია თანამშრომლობს  The New york Times, Ebay, Warner music, Visa, SAP, Telenav,Voxy, NYU Hospitals,  33 across, Rosen Publishing, Vive, Informa, Ondeck, ACN და სხვა.

ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ტელ.: +995 593 260 609, ელ.ფოსტა: pr@kiu.edu.ge, ვებგვერდი: www.kiu.edu.ge

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები
აფხაზეთი, პოლიტიკა და რუსეთ-უკრაინის ომი გეოგრაფიის გამოცდაზე - აბიტურიენტები ტესტის შესახებ საუბრობენ

ყველაზე მარტივ გამოცდას აბიტურიენტები ასახელებენ - „ამ საგნით ეროვნულები დავამთავრე“

მასწავლებლების 4 საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

მეცადინეობები მოიცავს არაფორმალურ და სახალისო აქტივობებს

სკოლის 12-მა მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო საზაფხულო ბანაკში - ერთიანი საქართველო ევროპისთვის

ორივე ღონისძიება შთამბეჭდავად, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა

საინტერესო

„მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“

ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

სიახლეები
საზოგადოება