სიახლეები
სკოლები

ელიტური სკოლა „გორდას“ მეშვიდეკლასელებმა სასკოლო კონკურსში მოგებული თანხით კულტურული ღონისძიება მოაწყვეს
31-01-2023
-
+


ბათუმის ელიტურ სკოლა „გორდაში“, არაერთი საინტერესო და შთამბეჭდავი პროექტი ხორციელდება, რომელიც მოსწავლეებს უვითარებს შემოქმედებით უნარებს და არის ცოდნისა და მოტივაციის ამაღლებისკენ მიმართული. მათ შორის აღსანიშნავია ინტეგრირებული პროექტი - „გორდაობა“ და  „გორდელების საოცარი მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო“.

აღნიშნული პროექტი, წინასაახალწლოდ, II-III საფეხურის მოსწავლეების მონაწილეობით იმართება.

„გორდელებმა“ არც წელს უღალატეს ტრადიციას და ჟიურის წინაშე წარმოაჩინეს, როგორც საქართველოს ცალკეული კუთხეების, ასევე მთელი ქვეყნის ისტორია, ეთნოსი, კულტურა, ტრადიციები და სამზარეულო.

კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებულები და სკოლის დირექციის წინაშე  მატერიალური წახალისების მიზნით, წარადგინა I-II-III ადგილებზე გასული გამარჯვებული კლასები:

  •  I ადგილი-მე-11 კლასი (თემა- აჭარა; ავსტრია) (ფულადი ჯილდო - 100 ლარი);
  •  II ადგილი- მე-7 კლასი (თემა- რაჭა; ჰოლანდია) (ფულადი ჯილდო - 70 ლარი);
  •  III ადგილი მე-10 კლასი (თემა- გურია; ესპანეთი ) (ფულადი ჯილდო - 50 ლარი);
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მე-7 მოსწავლეებმა კონკურსში მოგებული თანხა მიზნობრივად დახარჯეს კულტურულ ღონისძიებაში, კლასის დამრიგებელ ჟანა ანანიძესთან  და სამოქალაქო განათლების მასწავლებელ თეა ვაშაყმაძესთან ერთად, კინოთეატრში ფილმის პრემიერას დაესწრნენ, ნანახი ფილმის განხილვას კი, სკოლის კინოკლუბში, მორიგ შეხვედრაზე გეგმავენ.

„მოსწავლეების შრომა, არტისტული ნიჭი, შემოქმედებითი უნარები დირექციის მხრიდან უდაოდ დაფასდა ... გილოცავთ ბავშვებო, გილოცავთ დამრიგებლებო, გილოცავთ გორდელებო!“ ,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო: 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სეტყვა, ქარი, ელჭექი... - სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები
„ვულოცავთ ამ წარმატებას ლაშას და ვუსურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ საქმიანობას“ 
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება