სიახლეები
სიახლეები

როგორ არეგულირებენ კლასის ხელმძღვანელები ბავშვებს შორის უთანხმოებებს - დამრიგებლის როლი მოსწავლეთა ცხოვრებაში
03-02-2023
-
+


სკოლაში კლასის ხელმძღვანელი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლეთა შორის სწორი დამოკიდებულებებისა და ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. დამრიგებელმა უნდა გადაჭრას ბავშვებს შორის კონფლიქტი, იზრუნოს მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებასა თუ პიროვნულ განვითარებაზე, შეამჩნიოს მოსწავლეთა ინტელექტუალური თუ შემოქმედებით შესაძლებლობები... კლასის ხელმძღვანელს უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს ბავშვების, მშობლების წინაშე და ისიც საინტერესოა,  როგორ არეგულირებენ მოსწავლეთა შორის უთანხმოებებს? - კითხვებზე პასუხის გასაგებად etaloni.ge დაუკავშირდა სხვადასხვა საჯარო სკოლის რამდენიმე დამრიგებელს.

ხელმძღვანელები ერთხმად აღნიშნავენ, რომ დამრიგებელი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლეთა შორის ურთიერთობების მოწესრიგებაში. ის არის სკოლის, ოჯახისა და საზოგადოების დამაკავშირებელი რგოლი.

„დამრიგებელი სკოლას წარმოადგენს. კლასში ყველა გაუგებრობა დამრიგებლის გავლით ხდება. კლასის ხელმძღვანელი სკოლასთან დაკავშირებულ ყველა საკითხის საქმის კურსში უნდა იყოს. ჩვენ. ზოგადად. წლის დასაწყისში ვადგენთ სადამრიგებლო პროგრამებს, რომელთა ფარგლებშიც გავწერთ სხვადასხვა საგნის თემატიკასთან დაკავშირებულ მნიშვენლოვან თემებს. ამ საგნების გარდა, ზოგადი განათლების კუთხითაც ვმუშაობთ. თუ არის დაძაბულობა მოსწავლეებს შორის, ან კონფლიქტური სიტუაცია, სადამრიგებლო საათის ფარგლებში ამ საკითხებთან დაკავშირებით აქტიურად ვმუშაობთ. ასევე მათთან ინდივიდუალური საუბარი ჩვენთვის უწყვეტი პროცესია. სანამ კონფლიქტი სიღრმეებში შევა ვცდილობ დასაწყისშივე აღმოვფხვრა. ვცდილობ, თუ რაიმე ქცევაა დასარეგულირებელი შესაბამის თემატიკასთან დაკავშირებით ფილმს ვაყურებინო, ან ვურჩიო სახლში უყურონ ანიმაციას. ასე ისინი შორიდან ხედავენ და თვითონ აანალიზებენ კონკრეტული ქცევა კარგია თუ ცუდი“, - აღნიშნავს ზურაბ იარაჯულის სახელობის თბილისის N106 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის დამრიგებელი, ინა მეცხვარიშვილი.

როგორც  ინა მეცხვარიშვილმა აღნიშნა, კლასს ასევე სხვადასხვა როლურ თამაშსაც სთავაზობს. მინისპექტაკლებსაც დგამენ. თავად ხელმძღვანელიც წერს მონახაზებს, რომლებსაც ბავშვების დამხარებით კიდევ უფრო ამრავალფეროვნებს. აღნიშნული აქტივობებით ბავშვები დამოუკიდებლად ხვდებიან რაიმე ქცევა თუ აქვთ დასარეგულირებელი ან გამოსასწორებელი.

ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის მე-11 კლასის დამრიგებელი, დალი ბარათაშვილი გვეუბნება, რომ მიუხედავად იმისა, არის თუ არა მისი გაკვეთილი, მუდმივად მობილიზებულია, რათა არ გამოეპაროს რაიმე საკითხი; ცდილობს პრობლემა სკოლაშივე გადაჭრას, სანამ მშობლამდე მიაღწევს, ხოლო მშობელს მაშინ უკავშირდებიან და აცნობენ საკითხს, როდესაც თავად ვერ უმკლავდებიან პრობლემას.

„ზოგადად მოსწავლეებს შორის კონფლიქტი გაუგებრობის შედეგად ხდება, როდესაც ერთმანეთის არ ესმით და საერთო მიზნები  არ აქვთ. ამიტომ თავიდანვე გადავწყვიტე, რომ ბავშვებისთვის ისეთი პროექტები შემეთავაზებინა, რომლებზეც მუშაობას ერთობლივად შეძლებდნენ. ამით ერთმანეთის ძლიერ მხარეებსაც აღმოაჩენდნენ და თან ერთმანეთთან კომუნიკაციასაც გააძლიერებენდენ. ყოველ წელს ვრთავ მათ საინტერესო აქტივობებში. მაგალითად, შარშან დავგეგმეთ და განვახორციელეთ პროექტი - „რა არის ბულინგი“ , ვისაუბრეთ ასევე მის სახეებზე, ფილმებიც განვიხილეთ, სადაც ნაჩვენები იყო თუ როგორ ჩაგრავენ ერთმანეთს პერსონაჟები. განვიხილეთ ვინ იყო დამნაშავე და როგორ გამოესორებინა ჩადენილი არასწორი საქციელი. ასეთი განხილვის დროს გონებაში ინერგება რა არის კარგი და ცუდი“, - აღნიშნავს ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის პედაგოგი.

დალი ბარათაშვილი სადამრიგებლო კლასს ქიმიას ასწავლის და გაკვეთილის მსვლელობის პროცესში თუ რაიმე უთანხმოებას შეამჩნევს მაშინვე ცდილობს, გაანეიტრალოს. მას მიაჩნია, რომ არცერთი მოსწავლე არ უნდა გაამართლოს ან გაამტყუნოს სხვების წინაშე. ფიქრობს, ასეთ დროს დამრიგებელმა სწორი სტრატეგია უნდა აირჩიოს. თავად ის გაკვეთილების დასრულების შემდეგ ესაუბრება კონფლიქტში მონაწილე მხარეებს და ორივეს გულდასმით უსმენს, შემდგომ კი ცდილობს აღმოფხვრას პრობლემა.

პედაგოგები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ყველაზე რთულია გარდატეხის ასაკში მყოფ ბავშვებთან ურთიერთობა, რადგან ყოველი სიტყვა ფრთხილად, სწორად უნდა იყოს შერჩეული. ისინი მეტად მგრძნობიარეები არიან და ყველაფერს მძაფრად აღიქვამენ. მათ ხშირად სხვადასხვა სახის კომპლექსი უჩნდებათ და საკუთარ თავში იკეტებიან. სკოლაში კი კლასის ხელმძღვანელები ამის აღმოფხვრას სხვადასხვა გზით ცდილობენ.

როგორც ბათუმის N13 საჯარო სკოლის მე-8 კლასის დამრიგებელი ირინე სურმანიძე აღნიშნავს, კლასის ხელძღვანელს მუდმივი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს მოსწავლეებთან, რათა ძალადობა და ბულინგი თავიდან აიცილონ.

„მოსწავლე გაკვეთილს არ ყვებოდა, რადგან დასცინოდნენ. მასთან ინდივიდუალურად ვისაუბრე, რომ კომპლექსი არ გასჩენოდა. საუბარი ყველაზე მნიშვნელოვანია. ზოგიერთი მოსწავლე ძალიან ჩაკეტილია. ასეთ დროს მასთან მეტ დროს ვატარებ. ვცდილობ, კლასში ჩაგრული ბავშვი არ მყავდეს და ყველას უსაფრთხო გარემო შევუქმნა. მოსწავლის მომავლისთვის მომზადება ჩემი თვითმიზანია. მინდა, ჩემი კლასის თითოეული მოსწავლე  თავისუფალი, შემწყნარებელი, კონკურენტუნარიანი და აქტიური მოქალაქე იყოს“, - აღნიშნავს ბათუმის N13 საჯარო სკოლის მე-8 კლასის დამრიგებელი, ირინე სურმანიძე.

და ბოლოს, დამრიგებელი ჯანსაღი საკლასო გარემოს შექმნაზე უნდა ზრუნავდეს და თითოეულ მოსწავლეს საზოგადოებაში ადგილის პოვნაში დაეხმაროს. ასევე, რაც ყველაზე მთავარია, ხელმძღვანელსა და მოსწავლეს შორის ურთიერთობა უნდა ემყარებოდეს ურთიერთპატივისცემასა და ნდობას.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი

ყველაფერი სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შესახებ - ცნობარი, რეგისტრაციის ინსტრუქცია და სხვა დეტალები

საჯარო სკოლების სია გამოქვეყნდა, რომლებსაც საბიუჯეტო ცვლილებები შეეხო

აუცილებელი პირობაა თითოეული მსურველის მიერ სულ მცირე ორი გამოცდის ჩაბარება

ცნობარში გაეცნობით მნიშვნელოვან ინფორმაციებს

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში ველური ბუნების დაცვის საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღინიშნა

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაის მესამე კლასში პროექტი „პური ჩვენი არსობისა" ჩატარდა

ზღუდერის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა პირველი სემესტრი ტრადიციული ღონისძიებით დაასრულეს
დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ეკო-კლუბ „მწვანე მომავლის“ წევრებმა დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო სეხვედრა ჩაატარეს

აქტივობა მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება