სიახლეები
სიახლეები

78 კითხვიანი ტესტი, რომელიც მოსწავლეებს მომავალი პროფესიის არჩევაში დაეხმარება - სადამრიგებლო პროგრამა
14-04-2023
-
+


პროფესიის არჩევა მარტივი არაა. ხშირად სკოლადამთავრებულები მშობლების, მეგობრების ან ნაცნობების რჩევით აბარებენ რომელიმე ფაკულტეტზე, მოგვიანებით კი ხვდებიან, რომ სულაც არ აქვთ ინტერესი იმ პროფესიის მიმართ, რასაც ეუფლებიან.

მასწავლებლებს შეუძლიათ, მოსწავლეებს მომავალი პროფესიის არჩევაში დაეხმარონ. კერძოდ კი ამას IX კლასის სადამრიგებლო პროგრამა ითვალისწინებს.

რა უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა პროფესიის არჩევისას? რა უფრო მნიშვნელოვანია - ინტერესები, მონაცემები, პროფესიის მოთხოვნა ბაზარზე თუ პროფესიის პრესტიჟულობა/შემოსავლიანობა.

როგორც სამინისტროს მიერ შემუშავებულ სადამრიგებლო პროგრამაშია აღნიშნული, დამრიგებელმა მოსწავლეებს ინტერესების საკვლევი ტესტი უნდა შესთავაზოს. ტესტი 78 შეკითხვის/მტკიცებულებისგან შედგება.

ყურადღებით წაიკითხეთ თითოეული მათგანი. თუ კითხვაში მოწოდებული შინაარსი თქვენ ძალიან მოგწონთ, აღნიშნეთ ორი პლუსით (+ +); თუ მხოლოდ მოგწონთ (+); თუ არ მოგწონთ (-); ხოლო თუ ძალიან არ მოგწონთ - ორი მინუსით (- -)

მოგწონთ? საინტერესოა თქვენთვის?

  1. ამოცანების ამოხსნა ფიზიკასა და მათემატიკაში?
  2. ქიმიის სფეროში აღმოჩენების შესახებ მასალის კითხვა?
  3. ტექნიკური საშუალებების მოწყობილობებში გარკვევა?
  4. ტექნიკის სფეროში სიახლეების შესახებ სამეცნიერო-პოპულარული სტატიების კითხვა?
  5. სხვადასხვა ქვეყნის ყოფისა და სახელმწიფო წყობის გაცნობა?
  6. მცენარეების აგებულების შესწავლა?
  7. მსოფლიო კლასიკოსების ნაწარმოებების კითხვა?
  8. საკუთარ ქვეყანაში თუ მის საზღვრებს გარეთ მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ მსჯელობა?
  9. ლიტერატურის კითხვა თანატოლების ცხოვრების შესახებ?
  10. მედიცინის სფეროს გაცნობა?
  11. ზრუნვა საცხოვრებელი გარემოს კომფორტსა და გალამაზებაზე?
  12. გამოფენებსა და თეატრებში სიარული?
  13. სამხედრო პირების მემუარების კითხვა?
  14. ფიზიკის სფეროში აღმოჩენების შესახებ კითხვა?
  15. ქიმიური ამოცანების ამოხსნა?
  16. ელექტრო ხელსაწყოების შეკეთება?
  17. ახალი ტექნიკური მიღწევების შესახებ გადაცემების ყურება?
  18. ლაშქრობაში სიარული, რეგიონების ადათ - წესების გაცნობა?
  19. ბიოლოგიის შესწავლა?
  20. ლიტერატურის სფეროში კრიტიკული სტატიების კითხვა?
  21. საზოგადოებრივად ღირებულ, სოციალურ პროექტებში მონაწილეობა?
  22. მეგობრების დახმარება საშინაო დავალების შესრულებაში?
  23. ავადობების გავრცელების, მათი მკურნალობის საშუალებების შესახებ ინფორმაციის მოძიებას?
  24. სადილის მომზადება, დიასახლისობა?
  25. კითხვა ხელოვნების შესახებ?
  26. სამხედრო ტექნიკის გაცნობა?
  27. ფიზიკაში ცდების ჩატარება?
  28. ქიმიური ცდების ჩატარება?
  29. ტექნიკის სფეროში სიახლეების შესახებ კითხვა?
  30. ველოსიპედის თუ მოტოციკლეტის შეკეთება?
  31. მინერალებისა და სხვადასხვა ქვების შეგროვება?
  32. მუშაობა ბაღსა თუ ბოსტანში?
  33. დღიურის წერა?
  34. ისტორიული წიგნების კითხვა?
  35. ასაკით უმცროსი ბავშვების მეცადინეობა?
  36. შეუძლოდ მყოფი ადამიანების მოვლა-დახმარება?
  37. ოჯახის წევრების დახმარება საოჯახო საქმეებში?
  38. ლიტერატურულ, თეატრალურ თუ სამხატვრო წრეებზე სიარული?
  39. ჯარის ისტორიის, საბრძოლო სრტატეგიების გაცნობა?
  40. მათემატიკის წრეზე სიარული?
  41. სხვადასხვა ხსნარის თვისებების შესწავლა ქიმიური ცდებისთვის?
  42. რადიოს თუ ტექნიკური საშუალებების შეკეთება?
  43. მანქანების მოდელების შეგროვება?
  44. გეოლოგიურ ექსპედიციებში სიარული?
  45. ცხოველების შესწავლა შესწავლა/დაკვირვება მათზე?
  46. უცხო ენების შესწავლა?
  47. პოლიტიკური ვითარების შესწავლა?
  48. სკოლის ცხოვრებაში ჩართულობა?
  49. პატარა ბავშვების მოვლა?
  50. საყიდლებზე სიარული?
  51. მეგობრებთან ხელოვნებაზე საუბარი?
  52. სპორტზე სიარული?
  53. ფიზიკის ან მათემატიკის ოლიმპიადაში მონაწილეობა?
  54. ქიმიური ამოცანების ამოხსნა?
  55. მუშაობა სხვადასხვა საზომი მოწყობილობებით?
  56. მოდელების აწყობა?
  57. გეოგრაფიული აღმოჩენების შესახებ ინფორმაციის კითხვა?
  58. სკოლის ტერიტორიის მოწყობა, მასზე ზრუნვა?
  59. მეგობრებთან საუბარი წაკითხული წიგნების შესახებ?
  60. სხვა ქვეყნების პოლიტიკური ვითარების შესწავლა?
  61. სწავლა/აღზრდის საკითხების შესწავლა?
  62. ცხოველთა ქცევაზე დაკვირვება?
  63. მეგობრებთან კამათი?
  64. ხელოვნების ისტორიის შესწავლა?
  65. სასკოლო ღონისძიებების, ექსკურსიის ორგანიზებაში მონაწილეობა?
  66. ფორმულების მიხედვით გამოთვლების წარმოება?
  67. ბუნებაში მიმდინარე ქიმიურ პროცესებზე დაკვირვება?
  68. ტექნიკურ სქემებში გარკვევა?
  69. სხვადასხვა ნახაზის შექმნა?
  70. გარემოს რუკის ხატვა?
  71. ცხოველების მოვლა?
  72. რაიმე საკითხზე პრეზენტაციის მომზადება?
  73. კულტურის ისტორიის შესწავლა?
  74. უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის სხვადასხვა ამბის მოყოლა?
  75. სხვადასხვა დაავადებათა მიზეზების გაცნობა?
  76. ახალი ნაცნობების შეძენა?
  77. მხატვრულ თვითშემოქმედებაში მონაწილეობა?
  78. დღის ორგანიზებაზე ზრუნვა?

შედეგების დამუშავება

ტესტის დასრულების შემდეგ დამრიგებელი სთხოვს მოსწავლეებს, რომ ტესტის გასაღების მიხედვით შეაჯამონ შედეგები. მოსწავლეებმა უნდა დაითვალონ ყოველ სვეტში პლუსების რაოდენობა.

თუ რომელმე სვეტში 0 - დან 4 პლუსამდე დააგროვეთ, ეს ნიშნავს, რომ ამ სფეროში ნაკლებად გამოხატული ინტერესი გაქვთ, 4 - დან 8 ქულამდე - საშუალოდ გამოხატული, ხოლო 8 - 12 - მდე - ძლიერად გამოხატული.

დამრიგებელმა პროფესიებზე საუბრის დროს მოზარდებს უნდა აუხსნას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია არჩეული პროფესიისადმი ინტერესი. რაც შეეხება უნარებს, პროფესიისთვის საჭირო რომელიმე უნარის არარსებობა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ვერასდროს განივითარებს მას. უბრალოდ მას შესაძლოა სხვაზე მეტი შრომა დასჭირდეს.

ადამიანები პროფესიის არჩევისას ითვალისწინებენ:

  • პროფესიის მოთხოვნას ბაზარზე;
  • უნარებს, ნიჭს, შესაძლებლობებს;
  • ინტერესებს;
  • მშობელების, მეგობრების რჩევებს;
  • პროფესიის პრესტიჟულობას.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„ხელფასები სკოლებში 26-27 იანვრისთვის ჩაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

ატესტაცია გამოცხადდა - ვის ეხება გადამზადება, ვადები და დეტალები

„არებისთვის“ რომელ  მოსწავლეებს ენიშნებათ გამოცდა და აქვს თუ არა მნიშვნელობა, საგანი ერთი სემესტრი ისწავლება თუ - ორი

მასწავლებლის 6 სტანდარტი, რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია პროფესიული განათლების პედაგოგებისთვის

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით საინტერესო საახალწლო ღონისძიებები გაიმართა

მოსწავლეებმა წინასაახალწლოდ მოსახლეობას ტკბილეულთან ერთად სითბი და გულწრფელი ემოციები აჩუქეს

სასკოლო საზომადოებამ კი ახალი წელი ყველას დიდი სიყვარულით მიულოცა



საახალწლო ზეიმი შთამბეჭდავად წარიმართა

საინტერესო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

სიახლეები
საზოგადოება