სიახლეები
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისის“ მასწავლებლები საერთაშორისო ვებინარზე სპიკერებად წარდნენ
01-02-2023
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ მასწავლებლები კარიერულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ, ისინი სხვადასხვა მნიშვნელოვან აქტივობასა თუ პროექტში ხშირად ერთვებიან. 

ამჯერად, მასწავლებლები - ნანა ფერაძე, ქეთევან ედიბერიძე, ეკატერინე ჩაჩიბაია და თეა სამხარაძე გლობალური პლატფორმის სპიკერები იყვნენ. მათ ვებინარზე საინტერესოდ ისაუბრეს, დამსწრეებს გამოცდილება გაუზიარეს, პროცესში აქტიურად ჩაერთნენ და სპეციალური სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. 

როგორც სკოლაში ამბობენ, მდგრადი განვითარების მიზნებზე თანხმდება გაეროს ყველა წევრი ქვეყანა, უკეთესი და უფრო მდგრადი მომავლის მისაღწევად. ეს მიზნები თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს ეხება - სიღარიბის, უთანასწორობის, კეთილდღეობის, მშვიდობისა და სამართლიანობის საკითხებს, ასევე კლიმატურ და ეკოლოგიურ გამოწვევებს. ეს მიზნები მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს და იმისთვის, რომ არავინ დარჩეს მათ მიღმა,მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება. რა აქტივობებს ახორციელებენ ფორმალურ თუ არაფორმალური განათლებაში აღნიშნული მიმართულებით, სწორედ ამაზე გაამახვილეს ყურადღება „ანაბასისელმა“ პედაგოგებმა გლობალური პლატფორმის ვებმინარებზე.

„ანაბასისში“ მასწავლებლებს წარმატებას უსურვებენ და გლობალური პლატფორმის დამფუძნებლებს მადლობას უხდიან. 

„წარმატებები პედაგოგებს და მადლობა გლობალური პლატფორმის დამფუძნებლებს მსოფლიოს მასწავლებლების გამოცდილების გასაზიარებელი და თანამშრომლობის სივრცის შექმნისათვის და მასში საქართველოს მასწავლებლების ჩართვისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

„გლობალური საგანმანათლებლო პლატფორმა - 21-ე საუკუნის უნარების ვებინარები მსოფლიოში მდგარდი განვითარების მიმართულებით ცნობიერების ასამაღლებლად გეგმავს ვებინარებს, ამ პლატფორმის საშუალებით არაერთმა ქართველმა მასწავლებელმა საკუთარი ხედვა გააცნო მსოფლიოს და თავის მხრივ, ჩვენნმა პედაგოგებმაც უცხოელი კოლეგებისგან  გაიზიარეს მსოფლიოში დამკვიდრებული საუკეთესო პრაქტიკა. პლატფორმაზე ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში ხდება განათლების ხარისხის განვითარების საკითხებზე ურთიერთთანამშრომლობა, ინფორმაციის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

პლატფორმა - 21-ე საუკუნის უნარების ვებინარებს  საქართველოში ძალიან ბევრი აქტიური მსმენელი ჰყავს, ეცნობიან ვებინარებზე განხილულ სიახლეებს, აფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებებს კომენტარების სახით. 2022 წელს პლატფორმაზე სპიკერად წარსდგა 54 ქართველი, მათ შორის იყვნენ პედაგოგები, ექსპერტები, უნივერსიტეტების და სამინისტროს წარმომადგენლები. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმა მსოფლიოში თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაში არსებული სიახლეების გასაზიარებლად. საქართველოს გუნდის ლიდერი გამორჩეული უნარების მქონე პედაგოგი ინგა ხარჩილავაა, რომელიც ძალიან ბევრს შრომობს საინტერესო და საჭირო გლობალური ვებინარების ორგანიზებისათვის.

28 იანვარს ამაღელვებელი და ემოციური შეხვედრა შედგა  განათლების გლობალურ პლატფორმაზე. დაჯილდოვდნენ 2022 წლის მანძილზე გამართული ვებინარების სპიკერები, რომლებიც საინტერესო მოხსენებებით წარსდგნენ პლატფორმაზე და თავიანთი ხედვა, გამოცდილება გააცნეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დარგის სპეციალისტებს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების შესახებ“,- ვკითხულობთ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

აღსანიშნავია, რომ გლობალური პლატფორმის დამაარსებელია ნიგერიელი პროფესორი უჩე ლინ კოპალა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სეტყვა, ქარი, ელჭექი... - სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები
„ვულოცავთ ამ წარმატებას ლაშას და ვუსურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ საქმიანობას“ 
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება