სიახლეები
სკოლები

თბილისის N96 საჯარო სკოლის პედაგოგი თამარ ნანუაშვილი შემოქმედებითი კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია
01-02-2023
-
+


თბილისის N96 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებთან ერთად ყოველთვის აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა შემოქმედებითი ხასიათის აქტივობებსა თუ კონკურსებში და ხშირად დამსახურებულადაც იმარჯვებენ.

ამჯერად, საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის ინიციატივითა და საქართველოს განათლების სამინისტროს ხელშეწყობით გამართულ კონკურსში - „შემოქმედი მასწავლებელი“, გამარჯვებულთა შორის მოხვდა 96-ე საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგი თამარ ნანუაშვილი 3-მოქმედებიანი პიესით: „ბედის გერები, ანუ ბიჭები მუყაოს ყუთებიდან“.

25 ივნისს, ქალაქ რუსთავში, “აკადემიურ ქალაქში”, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის ორგანიზებით, კონკურსში გამარჯვებულ პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, იყო მილოცვები, კეთილი სურვილები, რა თქმა უნდა, პოეზია, მუსიკა და სიმღერა. ბოლოს, კონკურსში გამარჯვებულ ყოველ პედაგოგს გადაეცა საპატიო სიგელი და წიგნი, რომელშიც შევიდა კონკურსში გამარჯვებული ყველა შემოქმედებითი ნამუშევარი.

თბილისის N96 საჯარო სკოლის დირექცია პედაგოგს გამარჯვებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს. 

„ვულოცავთ, ქალბატონ თამარს და ვუსურვებთ შემდგომ შემოქმედებით წარმატებებს. თბილისის 96-ე საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის ხელმძღვანელობასა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ასეთი საინტერესო კონკურსის ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის, პედაგოგთა წახალისებისა და მოტივაციისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სეტყვა, ქარი, ელჭექი... - სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები
„ვულოცავთ ამ წარმატებას ლაშას და ვუსურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ საქმიანობას“ 
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება