სიახლეები
სკოლები

ბოლნისის N5 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების საკვირაო სკოლამ დაიწყო მუშაობა
01-02-2023
-
+


ბოლნისის N5 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების საკვირაო სკოლა მუშაობს. 

სკოლამ ფუნქციონირება 29-იანვარიდან დაიწყო და 19 თებერვალს დასრულდება. საკვირაო სკოლაში ჩართულნი არიან ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მუნიციპალიტეტების სკოლების მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების მასწავლებლები.
პროექტს ახორციელებს ახალგაზრდული ქსელი - „თაობა“, გაეროს განვითარების პროგრამის  პროექტის - „დეცენტრიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში.

სკოლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის პირველ ეტაპზე 4 კვირის განმავლობაში დაგეგმილია საკვირაო სკოლის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც:

  • მოსწავლეებს ჩაუტარდებათ ტრენინგი სამოქალაქო ჩართულობის თემაზე,
  • მიეცემათ საშუალება შეხვდნენ საინტერესო ადამიანებს, სამოქალაქო განათლების ექსპერტებს,
  • იმსჯელონ სამოქალაქო აქტიურობაზე,
  • დაესწრონ მასტერკლასებს - პროექტების წერაში და საჯარო გამოსვლების ხელოვნებაში,
  • მონაწილეობა მიიღონ შემეცნებით და გასართობ კონკურსებში.
იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სეტყვა, ქარი, ელჭექი... - სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები
„ვულოცავთ ამ წარმატებას ლაშას და ვუსურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ საქმიანობას“ 
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება