სიახლეები
სკოლები

„წიგნი უდიდესი ბედნიერებაა და ჩვენც ბავშვებს ეს ბედნიერება მივანიჭეთ“ - უწერის საჯარო სკოლაში საინტერესო ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა
01-02-2023
-
+


ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებისა და  ცოდნის ამაღლების მიზნით, სიანტერესო აქტივობები ეწყობა. მასწვალებლები ლიტერატურისადმი სიყვარულს მოსწავლეებს ადრეული ასაკიდან უნერგავენ.

სწორედ ამ მიზნით, საკლასო ოთახში ბავშვები შეიკრიბნენ და საინტერესო და ჯადოსნური დღე მოაწყვეს. ლიტერატურაზე, სხვადასხვა წანარმოებსა და ტრადიციებზე ისაუბრეს.

„გავავსეთ ოთახი საინტერესო საუბრებით, მუსიკით, ერთმანეთის სიყვარულით. წიგნები უდიდესი ბედნიერებაა და ჩვენც ბავშვებს ეს ბედნიერება მივანიჭეთ. ახალ თაობას ჩვენი ცოდნა და გამოცდილება გავუზიარეთ. ამაში ჩვენი სკოლის დირექტორი და მასწავლებლები დაგვეხმარნენ“, - გვიყვებიან სკოლაში.

ბავშვებმა თავიანთი აზრი და შეხედულებები თამამად დააფიქსირეს, წაიკითხეს წიგნები და იმსჯელეს, რის გამოც მასწავლებლები მათ მადლობას უხდიან. მათ ასევე საინეტერესო ვიქტორინაშიც მიიღეს მონაწილეობა, რომელმაც მათი მოწონება დაიმსახურა.
ბავშვებს უნდა გამოეცნოთ წიგნებიდან ამონარიდების მეშვეობით ნაწარმოებების სახელწოდებები. მათ ამ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს.

„ყველაფერი თავიდან დავიწყეთ. ფენიქსივით ცეცხლიდან აღვსდექით და ფენიქსის ორდენის პირველი შეკრება ჩავატარეთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

დღე ძალიან ნაყოფიერი და ემოციებით დატვირთული იყო.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სეტყვა, ქარი, ელჭექი... - სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები
„ვულოცავთ ამ წარმატებას ლაშას და ვუსურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ საქმიანობას“ 
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება