სიახლეები
სკოლები

თბილისის N31 სკოლის იტალიური ენის მასწავლებელმა მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებთან საინტერესო ლიტერატურული ექსპერიმენტი ჩაატარა
01-02-2023
-
+


თბილისის N31 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს აქტივობებითა და პროექტებით აღნიშნავენ. 

ამჯერად, წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, იტალიური ენის მასწავლებელმა ნანა ზარდიაშვილმა მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებთან საინტერესო ლიტერატურული ექსპერიმენტი ჩაატარა.

ექსპერიმენტის მიზანი იყო დაენახათ, როგორ იცვლება ტექსტის აღქმა და კითხვის ტონი, პირველად წაკითხვიდან მეორე წაკითხვამდე იმ შემთხვევაში, როცა მკითხველი მეორე წაკითხვამდე ისმენს სხვის წაკითხულს, იღებს ინფორმაციას ტექსტის შესახებ და ისმენს/აკეთებს იმავე ტექსტის ანალიზს.

მათ გალატკიონ ტაბიძის „უკანასკნელი მატარებელი“ წაიკითხეს, შემდეგ მუსიკაში გადატანილ იმავე ტექსტს და ბოლოს კი, ლევან ბერძენიშვილის ანალიზს - „გალაკტიონი: სსრკ, სიკვდილის მატარებელი“, მოუსმინეს.

ექსპერიმენტში ჩართული X და XI კლასის მოსწავლეები, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი მაია აფციაური, ისტორიის მასწავლებელი რუსო ფარცხალაძე და სკოლის დირექტორი სოფიკო ჯანაშია იყვნენ.

„აქტივობა აღმოჩნდა ძალიან, ძალიან საინტერესო და ზოგადად, ძალიან კარგი რესურსია მოსწავლეების დასაინტერესებლად, კითხვის სურვილის ასამაღლებლად, საინტერესო თემებზე სასაუბროდ და უბრალოდ საინტერესო და განსახვავებული გაკვეთილის ჩასატარებლად.
მადლობა ყველას, ვინც ჩაერთო ამ აქტივობასა და ექსპერიმენტში, ვინც ლექსის წაკითხვისას ატირდა, ვისაც მოსმენისას ბურძგლავდა და ვინც ტექსტის მიმართ ინდიფერენტული დარჩა, მაგრამ მუსიკა მოეწონა და სხვა ლექსებზე დაწერილი
სიმღერების მიმართ გაუჩნდა ინტერესი“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სეტყვა, ქარი, ელჭექი... - სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები
„ვულოცავთ ამ წარმატებას ლაშას და ვუსურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ საქმიანობას“ 
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება