სიახლეები
სიახლეები

სტიპენდიის გაცემის პირობები და კრიტერიუმები დადგინდა - დოკუმენტი
05-02-2023
-
+


საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით ჯილდოს გაცემის წესში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც განსაზღვრა იმ სტუდენტების წახალისება, ვისაც ერთი სასწავლო წლის განმავლობაში გავლილი აქვს ყველა სალექციო კურსი და მოპოვებული აქვს მინიმუმ 90 ქულა.

დოკუმენტის თანახმად, სტიპენდია შეიძლება გაიცეს სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმს:

ა) არის საქართველოს მოქალაქე;

ბ) განცხადების შემოტანის მომენტისთვის რეგისტრირებულია საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და დამთავრებული აქვს საჩხერის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლა;

გ) არის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;

დ) ერთი სასწავლო წლის განმავლობაში გავლილი აქვს ყველა სალექციო კურსი და მოპოვებული აქვს არანაკლებ 90 ქულა;

ე) აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი.

სტიპენდიის მისაღებად კი სტუდენტმა უნდა წარადგინოს: ა) პირადობის მოწმობის ასლი; ბ) საბანკო რეკვიზიტები; გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ ამონაწერი ერთ სასწავლო წელს გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ; დ) ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის-ატესტატის ასლი.

„სტიპენდიის ოდენობა, ერთ წარმატებულ სტუდენტზე, რომელსაც ერთ სასწავლო წელს მოპოვებული აქვს 90-იდან 95 ქულამდე, შეადგენს 500 ლარს, ხოლო სტუდენტზე, რომელსაც ერთ სასწავლო წელს მოპოვებული აქვს 95-იდან 100 ქულამდე, შეადგენს 700 ლარს.

წარმატებულ სტუდენტზე სტიპენდია გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ერთი  სასწავლო წლის განმავლობაში არაუმეტეს ერთჯერ“, - აღნიშნულია ბრძანებაში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“  ბრძანება

მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ცნობილია ვინ ჩაუტარებს აღმზრდელ-პედაგოგებს ტრენინგებს - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი

ყველაფერი სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შესახებ - ცნობარი, რეგისტრაციის ინსტრუქცია და სხვა დეტალები

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

მსგავსი პროექტები ხელს უწყობს მოსწავლეებში მზრუნველობითი უნარ-ჩვევების გამომუშავებას

აქტივობას ხელმძღვანელობდა სომხური ენის მასწავლებელი, ისკუი ეღუნიანი

ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში მეცრეკლასელებთან ჩატარდა ღია გაკვეთილი ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებასა და ბიოგრაფიის შესახებ 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება