მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
არგუმენტირებული ესე არის ტექსტი, რომელიც სამი ძირითადი ნაწილისაგან შედგება, ესენია: შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა.
შესავალში მთავარი საკითხი, პრობლემის არსი და მისი აქტუალობა უნდა წარმოაჩინოთ. ძირითად ნაწილში უნდა განავრცოთ საკითხი და მოიშველიოთ არგუმენტები. დასკვნით ნაწილში კი უნდა ჩანდეს თქვენი პოზიცია და დამოკიდებულება საკითხის მიმართ. აქვე შესაძლებელია, შეაჯამოთ სათქმელი და პრობლემის აღმოფხვრის თქვენეული ვერსია დაასახელოთ.
არგუმენტირებული ესეს წერისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინეთ 3 მნიშვნელოვანი რამ:
ესეს სტრუქტურა - როგორც აღვნიშნეთ, დაიწყეთ შესავლით, შემდეგ იმსჯელეთ, მოიშველიეთ არგუმენტები/კონტრარგუმენტები და დაასრულეთ შეჯამებით.
ლოგიკური არგუმენტები - მსჯელობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია არგუმენტაცია. არგუმენტი შეიძლება იყოს ნებისმიერი დებულება, მოსაზრება, ფაქტი, სტატისტიკური მონაცემები, პარალელი, პირადი გამოცდილება, ისტორიული ფაქტები, ციტატა და სხვა. ტექსტის ძირითად ნაწილში თქვენ შეგიძლიათ, წარმოაჩინოთ სუბიექტური მოსაზრებები, გამოხატოთ თქვენი პოზიცია საკითხის მიმართ და აღნიშნოთ, ეთანხმებით თუ არა ამა თუ იმ შეხედულებას. აუცილებელია მსჯელობის ლოგიკური არგუმენტებით დასაბუთება.
კონტრარგუმენტები - არგუმენტირებულ ესში საკუთარი მოსაზრების დასაბუთებასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი როლი აკისრია კონტრარგუმენტს. კონტრარგუმენტის მიზანია, შემდგომი მსჯელობით მისი გაბათილება. კონტრარგუმენტი თქვენ მიერ დასახელებული არგუმენტებით უნდა გააბათილოთ.
როგორ ავაგოთ სწორად არგუმენტირებული ესე?
არგუმენტირებული ესეს შეიძლება აიგოს შემდეგნაირად:
ასევე შესაძლებელია ძირითადი დებულების შემდეგ კონტრარგუმენტზე მსჯელობა, შემდეგ - საკუთარი პოზიციის არგუმენტებით გამყარება, ბოლოს კი - დასკვნა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ