მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა უნარების განვითარებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. მასწავლებლები მათ მრავალფეროვან და საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
მე-10 კლასში ბიოლოგიის გაკვეთილზე საინტერესო აქტივობა ჩატარდა. მოსწავლეებმა სხვადასხვა ზომისა და ფერის მძივების, სპილენძის ჯაჭვის გამოყენებით ამინომჟავების სტრუქტურული ერთეულების ნიმუშები შექმნეს.
აქტივობის დროს მეათეკალსელებმა სამეცნიერო მეთოდი - „სწავლა კეთებით“, გამოიყენეს.
„ასეთი სამუშაოს შესრულება მოსწავლეებს ეხმარება შემდეგი უნარ-ჩვევების განვითარებაში: განზოგადება, შედარება, დაკვირდება, ანალიზი, სინთეზი, დამოუკოდებლობა, ყურადღების კონცენტრაცია, ინტერესი ბუნებრივი პროცესის(ცილის სინთეზი) მიმართ, პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
აღსანიშნავია, რომ კეთებით სწავლების დროს, პრაქტიკული დავალების შესრულება მოსწავლეებს საგნის მიმართ სიყვარულს უღვივებს და მოტივაციას უმაღლებს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა