მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N103 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. პედაგოგები ადრეული ასაკიდანვე ცდილობენ მოსწავლეებს ლიტერატურისადმი სიყვარული გაუღვივონ.
სწორედ ამიტომ, პედაგოგ ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას მეოთხეკლასელებიც დიდი სიამოვნებით შეუერთდნენ.
მოსწავლეებმა საკლასო ოთახი ლამაზად მორთეს, ნაწარმოებები შეარჩიეს და კლასში წაიკითხეს. ერთმანეთს მოუსმინეს, მოსაზრებები გამოთქვეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეებში კითხვის პოპულარიზაციას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა