მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო პროექტები ეწყობა. მასში ჩართულნი არიან როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლებიც.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან მოეწყო. მოსწავლეებმა „ქუჩის ბავშვების საერთაშორისო დღესთან“ დაკავშირებით საინტერესო პრეზენტაცია გამართეს.
ბავშვებმა თემატური პოსტერები დაამზადეს, გაეცნენ სამართლებრივ დოკუმენტაციებს, ნახეს კადრები ქუჩის ბავშვების ცხოვრებაზე, იმსჯელეს მოსალოდნელ საფრთხეებსა და გამოსავლის გზებზე.
პროექტს ხელმძღვანელობდა სამოქალაქო განათლების პედაგოგოგი, ნატალია ქადაგიძე.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრის მიზანი სასკოლო თემის ცნობიერების ამაღლება იყო.
აღსანიშნავია, რომ 31 იანვარი ქუჩის ბავშვების საერთაშორისო დღეა.20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა