სიახლეები
სკოლები

„თაობათა ერთობლივად კითხვის საინტერესო პრეცედენტი“- ნინოწმინდის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საჯაროდ კითხვის დღე საინტერესოდ აღნიშნეს
02-02-2023
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს ლიტერატურის მიმართ ინტერესს  ადრეული ასაკიდანვე უღვივებენ. სწორედ ამიტომ, ისინი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს დიდი მონდომებითა და ინტერესით აღნიშნავენ.

წელს პირველმა კლასმა დამრიგებლისა და მენტორი მასწავლებლის მანანა როსტომაშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც სასკოლო სივრცეში, ინოვაციური მიდგომების ნოვატორია, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს ღონისძიება მიუძღვნა.

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში წიგნის კითხვის სიყვარულის გაღვივება, წიგნთან დაახლოება და დამეგობრება.

„პატარები მაგალითს ხშირად უფროსებისაგან იღებენ. მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ცოცხალი მაგალითი საყვარელი ადამიანებისაგან, მშობლებისაგან აიღონ, მათ მიბაძონ. ამიტომ სკოლაში მოვიწვიეთ პირველკლასელთა მშობლები, რომელთაც მოსწავლეებს წაუკითხეს სხვადასხვა ჟანრის საყვარელი საბავშვო ნაწარმოებები“,- აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ უმეტესი ნაწილს ახლდა შეგონება, რამაც კიდევ უფრო მეტად გაზარდა მოსწავლეთა ინტერესი და ჩართულობა.

პირველკლასელებმა შეძლეს მოსმენილის გააზრება და საჭირო დასკვნების გამოტანა. ეს გამოჩნდა წაკითხულის გარშემო გამართულ დისკუსიებში, კითხვა-პასუხსა და შთაბეჭდილებებში.

„ბავშვებმა მოსმენისა და ანალიზის საოცარი უნარი გამოავლინეს. ამ ღონისძიებით შეიქმნა თაობათა ერთობლივი კითხვის საინტერესო პრეცედენტიც, რადგან ღონისძიებაში ერთ- ერთი მოსწავლის ბებიაც მონაწილეობდა“, - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდა სკოლის დირექცია, რომელთა წევრებმაც გამოწვევა სიამოვნებით მიიღეს და საჯარო კითხვის თანამონაწილენი გახდნენ.

„მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვნად გაზრდის მშობელთა ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში, რაც პოზიტიურ გავლენას იქონიებს მომავალი თაობის აღზრდა - განათლებაზე, წიგნიერი თაობის ჩამოყალიბებაზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სეტყვა, ქარი, ელჭექი... - სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები
„ვულოცავთ ამ წარმატებას ლაშას და ვუსურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ საქმიანობას“ 
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება