სიახლეები
სკოლები

დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეს მრავალფეროვანი აქტივობები მიეძღვნა
02-02-2023
-
+


ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღნიშნა. 

მასში მე-6 - მე-8 კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ ცნობილი მწერლებისა და პოეტების ლექსები, მოთხრობები და მინიატურები საჯაროდ წაიკითხეს. ავტორთა შორის იყვნენ - ვაჟა-ფშაველა, ნიკო ლორთქიფანიძე, ლადო ასათიანი.

გარდა ამისა, მურმან.ჯინორიასა და გურამ საღარაძე მიერ წაკითხული ქართული პროზისა და პოეზიის შედევრები მოისმინეს. გაიმართა დისკუსიაც, სადაც მოსწავლეებმა მხატვრული კითხვის მნიშვნელობა და ტექსტების სიღრმისეული გააზრებისთვის, მისი უპირატესობა გააცნობიერეს.

ღონისძიებას ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებლები - ცისანა კირთაძე და მადონა ტოკლიკიშვილი ხელმძღვანელობდნენ.

„მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს მომავალი თაობის წიგნიერების ამაღლებას, შემოქმედებითი უნარების გააქტიურება-გაუმჯობესებას. მოსწავლეები კიდევ ერთხელ ესტუმრნენ სასკოლო ბიბლიოთეკას, გაეცვნენ წიგნად ფონდს. გამოთქვეს სურვილი და მზაობა ხშირად ისარგებლონ არსებული მხატვრული ლიტერატურით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სეტყვა, ქარი, ელჭექი... - სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები
„ვულოცავთ ამ წარმატებას ლაშას და ვუსურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ საქმიანობას“ 
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება