მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბავშვის სწავლა-აღზრდის პროცესში მასწავლებლისა და მშობლის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. მათი თანამშრომლობა ბავშვის აღზრდაში წარმოჩენილ სირთულეებს მარტივად დასაძლევს ხდის. სწორედ ამიტომ სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა კრებას მნიშვნელოვანი როლი აკისრია.
რამდენჯერ უნდა ჩაატაროთ მშობელთა კრება ერთი სასწავლო წლის განმავლობაში? - ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს. სასწავლო წლის განმავლობაში რამდენჯერაც დამრიგებელი საჭიროდ ჩათვლის, რომ მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა აუცილებელია და განსახილველია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მოსწავლეთა სასწავლო შედეგები, ბავშვების ქცევა, წარმოჩენილი პრობლემები, იმდენჯერ აქვს უფლება პედაგოგს, რომ მშობელთა კრება მოიწვიოს.
ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, დამრიგებელმა მშობელს მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ ინფორმაცია თვეში მინიმუმ ერთხელ უნდა მიაწოდოს. გარდა ამისა, კლასის ხელმძღვანელი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია.
გასათვალისწინებელია, რომ დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ სხვა მშობლის თანდასწრებით საუბარი. იმ მოსწავლეთა მშობლებს, რომლებსაც სწავლისა და განვითარების პრობლემები აქვთ, დამრიგებელი ინდივიდუალურად უნდა გაესაუბროს.
იხილეთ ასევე: როგორ უნდა დაგეგმოს მასწავლებელმა მშობელთა კრება? - პრაქტიკული რჩევები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია
მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
პედაგოგი მოწაფეებს ნარჩენების მართვასა და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობაზე ესაუბრა