მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2 თებერვალს, წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ აქთაქლის საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით - „წიგნი მეგობარია“.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწია არაქართულენოვანი სკოლების მხარდამჭერი პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებელმა მედეა ვაჩაძემ.
ღონისძიებაში VII, VIII, და XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში წიგნიერების დონისა და წიგნის კითხვის მოტივაციის ამაღლება.
მოსწავლეებმა საჯაროდ წაიკითხეს სხვადასხვა მხატვრული ლიტერატურა, გამოთქვეს საკუთარი აზრი, მოეწყო დისკუსია. VII და VIII კლასელებმა წარმოადგინეს თავიანთი შექმნილი წიგნები.
ღონისძიებაში მონაწილეებს გადაეცათ სიგელები.
„წიგნის კითხვა ბავშვს პატარა ასაკიდანვე უნდა შევაყვაროთ, თუ წიგნი მათი საუკეთესო მეგობარი გახდება ბევრს მიაღწევენ ცხოვრებაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წიგნის კითხვა ეთნიკურ უმცირესობებში, მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ „წიგნთან მეგობრობა“ თუნდაც საზოგადოებაში თავის დასამკვიდრებლად. იმედი მაქვს, მცირე წვლილს მაინც შეიტანს ეს ღონისძიება და სულ ცოტა მოტივაციას გაუჩენს მათ იკითხონ“,- აღნიშნავს ღონისძიების ორგანიზატორი პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა