TOP ნიუსი
სიახლეები
პიროვნება

„დირექტორობამ მომცა ჩემი თავის რეალიზების მეტი შესაძლებლობა“ - ფაქიზო ფანჩულიძე, წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ხელმძღვანელი
03-02-2023
-
+


ფაქიზო ფანჩულიძე ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის სამართლიანი, შრომისმოყვარე და კრეატიული დირექტორია, რომელიც მუდამ პროფესიულ განვითარებაზეა ორიენტირებული, ის მიზანსწრაფულობითა გამოირჩევა. როგორც თავად აღნიშნავს, უზომოდ შეყვარებულია საქმეზე, რომელსაც აკეთებს, ბავშვებსა და ზოგადად, სწავლებაზე. პროფესიამ გახადა ემპათიური და მზრუნველი, ყველა მისი გადაწყვეტილება სკოლის კეთილდღეობისკენ არის მიმართული. ყველა ეს თვისება კი აქცევს მას წარმატებულ ხელმძღვანელად. etaloni.ge წარმოგიდგენთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ ფაქიზო ფანჩულიძესთან:

- საკუთარ თავს დავახასიათებ, როგორც...
- როგორც ბრძოლისუნარიან, მიზანსწრაფულ, სამართლიან, შრომისმოყვარე, კრეატიულ, ყურადღებიან, კეთილ, მოსიყვარულე, წარმატებულ, დიდი პასუხისმგებლობის მქონე და მუდმივად განვითარებისთვის ორიენტირებულ ადამიანად.

- რომ არა დირექტორი, ვიქნებოდი...
- დირექტორობამდე ვიყავი, ლექტორი, პედაგოგი. ალბათ, ვიქნებოდი იგივე, რადგან უსაზღვროდ მიყვარს საგანი, რომელსაც ვასწავლი. მრავალშვილიან ოჯახში გაზრდილს - ბავშვები, ზოგადად სწავლა-სწავლების პროცესი.

- რა თვისებები შეგძინათ თქვენმა პროფესიამ ?
- ვფიქრობ, დირექტორობამ ბევრი რამ სასიკეთოდ შეცვალა ჩემს პიროვნებაში. გავხდი უფრო ემპათიური, მზრუნველი თითოეულ მოსწავლესა თუ კოლექტივის წევრის მიმართ. გადაწყვეტილებების მიღებისას, ვფიქრობ, ყველასთვის სასარგებლო იქნეს ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. დირექტორობამ მომცა ჩემი თავის რეალიზების უფრო მეტი შესაძლებლობა, გამიფართოვა სანაცნობო არეალი, გამხადა კიდევ უფრო წარმატებული, აღიარებული, შედეგზე უფრო ორიენტირებული.

- თქვენი სამაგალითო კოლეგა დირექტორი...
- ჩემი სამაგალითო დირექტორი გახლდათ ბატონი გურგენ საჩკოვი, რომელთანაც წლების განმავლობაში მომიწია თანამშრომლობა. თითქმის ყველა მასთან მომუშავე პედაგოგის აზრი არის ის, რომ ბატონ გურგენთან მუშაობა ერთი დიდი ადამიანობის, აკადემიის დამთავრების ტოლფასი გახლდათ.

- გამოცდილება, რომელმაც შემცვალა...
- მჭიდრო და ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილი თანამშრომლობა. გუნდურობა, წარმატებული შედეგის მისაღებად უპირობოდ განმსაზღვრელი ფაქტორია - „ძალა ერთობაშია“.

- თქვენი საყვარელი სიტყვა...
- არ დანებდე! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! ვიდრე ცოცხალი ხარ - არ მოკვდე! სიყვარული მსხვერპლს მოითხოვს, უსიყვარულად ერთი დღეც კი არ მინდა სიცოცხლე!

- რა შეკითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს ?
- სად გადის ქალბატონო, თქვენი შესაძლებლობის ზღვარი იცით? როცა შენი საქმე ფანატიკურად გიყვარს შესაძლოა ფიზიკურ ტკივილს ვერ გრძნობდე, ცოტა ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრებისთვის ხომ ვერ გამონახავდით დროს?

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება