მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მათ საინტერესო ღონისძიებებსა და აქტივობებს სთავაზობენ.
სკოლაში ღონისძიების გარეშე, არც ახალი, 2023 წლის შემობრძანებას ჩაუვლია. დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ღონისძიება მოაწყვეს. პირველკლასელებმა, პედაგოგ ლალი ბარქაიას ხელმძღვანელობით, საახალწლო ზეიმზე შესაძლებლობები გამოავლინეს და ზღაპრის გმირები გააცოცხლეს.
ღონისძიებაში მე-2 (ხელმძღვანელი - აზა ლემონჯარია) და მე-3 (ხელმძღვანელი - ნანა ესებუა) კლასების მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ, რომლებმაც სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს, იცეკვეს, და დრო ხალისიანად გაატარეს. ღონისძიებაში პედაგოგ ეკატერინე მიქაიას ხელმძღვანელობით, მე-4 კლასის მოსწავლეებიც აქტიურად ჩაერთნენ, რომლებმაც სადღესასწაულო სამოსში გამოწყობილებმა სხვადასხვა აქტივობა შეასრულეს და დამსწრე საზოგადოებას ახალი წელი მიულოცეს.
ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა მუსიკის მასწავლებელმა თინათინ ლაგვილავამ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა