მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელკალის საჯარო სკოლაში წიგნეიერების დონის ამაღლებისა და კითხვის კულტურის დანერგვის მიზნით საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს ღონისძიება მიეძღვნა.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე 2 თებერვალს აღინიშნება. ღონისძიებაში 100-მდე ქვეყნის 31 მილიონამდე ადამიანი მონაწილეობს, რომლებიც ერთიანდებიან სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო - გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული!“, ირგვლივ.
ამ დღესთან დაკავშირებით, მესტიის მუნიციპალიტეტის კალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „საჯაროდ, ხმამაღლა კითხვის დღე“ გამართეს: მოსწავლეებმა მათთვის გამორჩეული ლიტერატურული ტექსტებიდან ფრაგმენტები საჯაროდ წაიკითხეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ერთმანეთის კითხვა მოისმინეს, ყველა მათგანი დიდ მონდომებით ცდილობდა საუკეთესოდ წარმოეჩინა თავი...
საბოლოოდ მოსწავლეებმა აღიარეს, რომ უმჯობესი იქნება, თუ „წიგნის კითხვის მსოფლიო დღეს“ არ დაელოდებიან და პერიოდულად გამართავენ კონკურსს ხმამაღლა კითხვაში და „საუკეთესოს“ თავადვე გამოავლენენ, ხოლო სკოლის დირექცია მათ სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვებს.
სკოლაში საჯაროდ კითხვის დღისადმი მიძღვნილ პირველ ღონისძიებას სიხარულით შეხვდნენ პედაგოგებიც, რომლებმაც ერთხმად აღნიშნეს, რომ ეს მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და წარმატებები უსურვეს მოსწავლეებს.