თელავის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს საინტერესო აქტივობები მიუძღვნეს
03-02-2023
დაკოპირებულია
-
+
თელავის N6 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს.
ამისთვის მეექვსეკლასელებმა მზადება 2 კვირით ადრე დაიწყეს, გაინაწილეს წიგნები და წაიკითხეს. შემდეგ კი ცოდნა თანატოლებს გაუზიარეს, ურჩიეს, თუ რატომ უნდა წაიკითხონ კონკრეტული წიგნი, რა არის მისი მთავარი სათქმელი და რამ დააინტერესათ ყველაზე მეტად. მოსწავლეებმა რიჩარდ როჯერსის „საოცრება“, ჯოან როულინგის „ჰარი პოტერი“, მარკ ტვენის „ტომ სოიერის თავგადასავალი“, რევაზ ინანიშვილის „მოთხრობები“და სხვა ნაწარმოებები წაიკითხეს.
გარდა ამისა, მეათე კლასის მოსწავლეებმა ნაწყვეტები შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ წაიკითხეს.
ამის შემდეგ მეექვსე და მეათე კლასის მოსწვლეები თელავის N6 ბიბლიოთეკას ეწვივნენ, მასპინძლებმა მოსწავლეებს ახალი წიგნები, გამოფენები დაათვალიერებინეს და ასწავლეს, როგორ მოძებნონ სასურველი წიგნი კატალოგში.
მერვეკლასელებმა შეისწავლეს ელექტრონული წიგნების მოძიება და ჩამოტვირთვა.
პირველ კლასში კი კლასის საათი თემაზე - „ჩვენ ვსწავლობთ კითხვას“ ჩატარდა. მოსწავლეება წაიკითხეს ზღაპარი და იმსჯელეს, რომელი პერსონაჟი მოეწონათ, შემდეგ კი დაათვალიერეს ბიბლიოთეკა.