მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას დიდი მონდომებით შეუერთდნენ.
მოსწავლეთა თვითმმართველობის, სამოქალაქო კლუბ „თავისუფალი ხმისა“ და სკოლის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მაკა ჯავახაძის ინიციატივით, აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი აქტივობები განხორციელდა.
მოსწავლეებმა სკოლის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელთან ერთად, მესამეკლასელებს ლექსები წაუკითხეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა ცნობილ კლასიკოს მწერალთა გამონათქვამები სკოლის ფოიეში გამოფინეს, ასევე წაიკითხეს ნაწყვეტები ქართველ მწერალთა გამორჩეული ნაწარმოებებიდან.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ინტელექტუალური თამაში - „წიგნების თარო“ ჩატარდა, რომელშიც სკოლის მეექვსეკლასელთა ორი გუნდი მონაწილეობდა. თამაშის დასასრულს მონაწილეებს სამახსოვროდ გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა