მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლის სხვადასხვა კლასში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა.
მე-3 კლასის მოსწავლეებმა ბუკლეტები დაამზადეს და სხვადასხვა ჟანრის წიგნები წაიკითხეს. მეოთხეკლასელებმა იგავ-არაკები დიდი მონდომებით წაიკითხეს და საჭირო ცოდნა მიიღეს. მეხუთეკლასელებმა კი ამ თემატიკასთან დაკავშირებით ორიგინალური პლაკატები დაამზადეს.
„მოსწავლეებმა ერთამენთს წიგნის ხმამაღალი კითხვის სიხარული გაუზიარეს და პატარა წვლილიც შეიტანეს კითხვის პოპულარიზაციაშიც“, - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
აქტივობაში მეექვსეკლასელებიც აქტიურად ჩაერთნენ. მათ წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს. ხოლო მე-9 კლასის მოსწავლეები საერთო სლოგანის „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“ გარშემო გაერთიანდნენ. უფროსკლასელებმა დამოუკიდებლად და გუნდურად წარმოადგინეს ო. ჭილაჭის თეთრი ლექსი „ადამიანი გაზეთის სვეტში“
დღე მოსწავლეთათვის საინტერესო, ნაყოფიერი და დასამახსოვრებელი იყო.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა