მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ეტალონი“ თითქმის ორი ათეული წელია დგას მომავალი თაობების განათლებისა და განვითარების სადარაჯოზე; პროექტის სულისჩამდგმელი, გოჩა ტყეშელაშვილი კი თავს არ ზოგავს, ერთგულ თანამოაზრეებს გაუზიაროს ის საფუძვლები, რაზეც უნდა იდგეს ძლიერი სახელმწიფო და ერთ-ერთი უმთავრესი გახლავთ იმ ბუმბერაზი ადამიანების ბიოგრაფიის ცოდნა, რომელთაც შექმნეს საქართველოს ისტორია.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება ბატონი გოჩა ტყეშელაშვილის ვიდეომიმართვები „ქართველი ბუმბერაზები - ცხოვრების ფილოსოფია“, სადაც „ეტალონის“ პროექტების ავტორი, ცნობილი საზოგადო მოღვაწეების ცხოვრებიდან საინტერესო ფაქტებს გვაცნობს.
ამჯერად, ვიდეომიმართვა ხოვლედან, ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის აივნიდან ჩაიწერა; იქ დიდმა ზაქარია ფალიაშვილმა უკვდავი „დაისის“ შექმნა დაასრულა და ბატონმა გოჩამ დასვა კითხვა: ვის მიუძღვნა ფალიაშვილმა დაისი?
4 სავარაუდო პასუხი ასეთი გახლდათ:
ა) დედას; ბ) მეუღლეს; გ) მეგობრებს და მათ შორის ივანე ჯავახიშვილს; დ) შვილს;
მოგვიანებით კი „დაისის“ ჰანგების ფონზე, ბატონმა გოჩამ სწორი პასუხიც დაასახელა: ზაქარია ფალიაშვილმა „დაისი“ შვილს, უფრო სწორად მის ხსოვნას მიუძღვნა.
ესაა კითხვა, რომელზე პასუხიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, რათა ცოდნა შვილებს გადასცენ - „იცოდეთ ბუმბერაზების ისტორია, შეიყვარეთ თქვენი ქვეყანა და გახსოვდეთ, რომ ძალა თაობებშია“!
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
კობახიძე ამბობს, რომ „უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში არ არის დამაკმაყოფილებელი“
ხელფასის გაცემის დრო, სამუშაო დღის ხანგრძლივობა, წახალისების სახეეები... კიდევ რა ინფორმაციას უნდა შეიცავდეს საბავშვო ბაღების შინაგანწესი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებისთვის პროექტი მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას