სიახლეები
სკოლები

ჯუმის საჯარო სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებასა და შემოქმედებას ღონისძიება მიეძღვნა
06-02-2023
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები და მასწავლებლები სხვადასხვა საინტერესო პროექტსა თუ ღონისძიებაში მონაწილეობენ. 

ამჯერად, ისინი დიდი ქართველი პოეტის - გალაკტიონ ტაბიძის 130 წლისთავთან დაკავშირებით გამოცხადებულ კვირეულში ჩაერთნენ. გაიმართა აქტივობა, მოსწავლეებმა შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, „პოეტების მეფის“ შესახებ ისაუბრეს და თემატური ნამუშევრები დაამზადეს.

ღონისძიებაში მონაწილეებს, დამსწრე პედაგოგებსა და მოსწავლეებს სიტყვით ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნინო ხორავამ მიმართა. 

ჩვენ მის სიტყვას უცვლელად გთავაზობთ:

„ძნელია, გაბედო და გალაკტიონის პოეზიაზე ილაპარაკო, ალბათ სჯობს, რომ შედარებით მოკლედ ამოწურო სათქმელი- გალაკტიონი გენიოსი, არამიწიერად ნიჭიერი, „უგვირგვინო მეფედ“ წოდებული და თაობათა მიერ ასეთად აღიარებული, ანთებული ჩირაღდანი, რომელიც საუკუნეებს გაუძღვება წინ პოეზიის ლაბირინთებში. გალაკტიონი, რომელმაც, დიახ გაბედულად თქვა შემდეგი სიტყვები- „რარიგ კარგია სამშობლოვ , შენი მტკვარი და რიონი, შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და ...“, გულისთქმა გამართლდა დიდი პოეტისა. მადლიანმა ქართველმა ხალხმა მრავალწერტილის ადგილას უბრალოდ კი არ ჩაწერა, არამედ სამარადჟამოდ ჩაადუღა სიტყვა „გალაკტიონი“. გრძნობდა დიდი პოეტი, რომ ამ მანათობელი ვარსკვლავის გვერდით იქნებოდა მისი ადგილი. თუკი ილია იტყვის:
„მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის, მიწიერი ზეციერსა,
ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ,
რომ წარუძღვე წინა ერსა“
გალაკტიონი არამარტო გაბედულად, არამედ ღირსეულადაც წარმოთქვამს შემდეგ სიტყვებს: „... რომ მეფე ვარ და მგოსანი, და სიმღერით ვკვდები...„25 წლის ასაკში კი მისი ახალი ფრაზა დაიქუხებს: „როგორც ერთია ქვეყანა მთელი, ისე ერთია გალაკტიონი“.
გალაკტიონი უბრალოდ, ჩვეულებრივი დაბადებით კი არ დაიბადა, ის ღვთიური ძალით მოევლინა ქვეყნიერებას. არ მეგულება პოეტი, რომლის დაბადებაზე ლეგენდა არსებულიყოს!... პოეტმა შოთა ნიშნიანიძემ კი საოცარი ლეგენდა უძღვნა გენიოს შემოქმედს, სადაც ის სამი ანგელოზის საუბარს გადმოგვცემს, ერთი-ერთი კი ამბობს:
„სასჯელი გინდათ? მაშინ დიდი კაცი დავბადოთ,
სახელდიდებით შესწვდებოდეს ცატა კაბადონს,
ოღონდ დავბადოთ სულთამედროშე,
უთუოდ მგოსნად და უთუოდ საქართველოში“
კითხულობ ამ სტრიქონს და აზვირთებული რიონის ტალღების ხმაური ჩაგესმის, რომელიც მოსჩქეფს, მოანგრევს ჯებირებს, გადმოდის კალაპოტიდან და თითქოს თან მოჰყვება აჩრდილი გენიოსად დაბადებული პოეტისა. მე მეამაყება ქართველობა ბევრი რამის გამო, მეამაყება და გული სიხარულით მევსება, როცა ვამბობ, „საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. ასევე, შეგვიძლია ვიამაყო იმით, რომ გალაკტიონის წილხვედრი ქვეყანაც არის საქართველო, მსურს, ჩემი მოკრძალებული ლექსით მოგილოცავთ გალაკტიონის ამ ქვეყნად მოვლინების 130 წლის იუბილე"
გ - ანგების ძალამ მოუვლინა ქვეყნიერებას,
ა - რსთა გამრიგემ დაანათლა ღვთიური ძალა,
ლ - ომების ხვედრი სიძლიერე მას ერგო წილად,
ა - დამიანმა ღმერთის სახელი აქ დაიმკვიდრა.
კ - ურთხეულია ნიჭი მხოლოდ ვალმოხდილისა,
ტ - ალანტი მისი უსაზღვროა, უკიდეგანო,
ი - მედი ხვალის დაგვაყარა ციურ მანანად,
ო - მების ცეცხლში პოეზიას ჰგავდა გალავნად!..
ნ - იკორწმინდაა, ენგურია, მტკვარი, რიონი...
ი - მედი არის, რწმენა არის გალაკტიონი!“,- აღნიშნა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება