მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას მეექვსეკლასელები შეუერთდნენ.
მოსწავლეებმა დამრიგებელ ლეილა ტარიელაძის ხელმძღვანელობით, მათთვის საყვარელი მწერლების ლექსები, პუბლიცისტური წერილები მოამზადეს და წაიკითხეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება მეზობელ, სოფელ საბათლოს საჯარო სკოლის ახლადგახსნილ იდეათეკაში გაიმართა.
„მოსწავლეებს სატრანსპორტო მხარდაჭერა გაუწია ფიროსმანის საჯარო სკოლის ბიბილიოთეკარმა ლევან ჯაიანმა, რომელმაც მოსწავლეთა ტრანსპორტირების ხარჯი თავად გაიღო, რის გამოც, სკოლა და მეექვსე კლასის მოსწავლეები დიდ მადლობას უხდიან მას“, - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
აღსანიშნავია, რომ ფიროსმანის საჯარო სკოლის დირექციამ სიგელებით დააჯილდოვა ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეები: სალომე ბერიძე, დავით ბოლქვაძე, ნიკა ვანაძე, მარიამ სურმანიძე, ჯემალ სურმანიძე და გოჩა შანთაძე.
ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისათვის სიგელი საბათლოს საჯარო სკოლის წარმატებულ მოსწავლესაც - ვართი დანელიანს გადაეცა.
„სკოლა დიდ მადლობას უხდის საბათლოს საჯარო სკოლის დირექციას მაწავლებლებს მოსწავლეებს და ბიბილიოთეკარს გულთბილი დახვედრისა და ღონისძიებაში მონაწილეობისათვის“, - აღნიშნა სკოლის წამრომადგენელმა.
სკოლა, ასევე სასკოლო საქმიანობაში აქტიური ჩართვისათვის მადლობას უხდის მეექვსე კლასის მოსწავლეების მშობლებს: მელანო თავდგირიძეს, მადონა შაინიძეს, ნონა თედორაძეს, მარეხ ლუტიძეს, ნოდარ ვანაძეს და ქეთინო შაინიძეს.
მოსწავლეებმა ღონისძიებაზე დრო ნაყოფიერად, ხალისიანად და საინტერესოდ გაატარეს. ეს დღე მათთვის კიდევ ერთ ლამაზ, დასამახსოვრებელ მოგონებად იქცა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობა მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას ხელს უწყობს. ისინი მეტად მოტივირეებულები ხდებიან და ლიტერატურისადმი სიყვარულუ უღვივდებათ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა