„რატომ ხმებიან ფიჭვები?“ - დეხვირის საჯარო სკოლის ქიმია-ბიოლოგიის წამყვანმა, მასწავლებელმა ლამზირა ონიანმა შთამბეჭდავი ღია გაკვეთილი ჩაატარა
07-02-2023
დაკოპირებულია
-
+
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან გარემოსდაცვით ღონისძიებებს სთავაზობენ.
2 თებერვალს, ცაგერის მუნიციპალიტეტის დეხვირის საჯარო სკოლაში, ეკოსკოლების პროგრამის ფარგლებში, ბიომრავალფეროვნების თემაზე, ქიმია-ბიოლოგიის წამყვანმა მასწავლებელმა და ეკოსკოლის კოორდინატორმა, ლამზირა ონიანმა მეშვიდე-მეცხრე კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე - „რატომ ხმებიან ფიჭვები“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა წინარე ცოდნის გააქტიურებისა და მასწავლებლის მიერ სლაიდებზე გაკეთებული მასალის გაცნობის შემდეგ, განიხილეს ფიჭვების გახმობის გამომწვევი ტომიკუსის გვარის ხოჭოების სახეობები, ასევე ექსპერტთა მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების ამსახველი ცხრილის ანალიზი და პრეზენტაცია, თავად გააკეთეს ფლიპჩარტის ქაღალდზე კვლევის შედეგების შესაბამისი დიაგრამები, ანალიზი და წარმოადგინეს პრეზენტაცია, უპასუხეს გაკვეთილის შემაჯამებელ მაღალ სააზროვნო უნარებზე გათვლილ კითხვებს.
„მოსწავლეებმა მიიღეს ეფექტური უკუკავშირი და შეფასება. გაკვეთილის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზანი შესრულდა. მოსწავლეებმა ამ აქტივობით კიდევ ერთხელ აიმაღლეს გარემოსდაცვითი განათლების დონე“,- აღნიშნავენ სკოლაში.
გაკვეთილს სკოლის დირექტორი ხათუნა ხეცურიანი და სხვა პედაგოგები ესწრებოდნენ.