მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“ - ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები აღნიშნული სლოგანის გარშემო გაერთიანდნენ და წიგნის საჯაროდ კითხვის დღის აღნიშვნას შეუერთდნენ.
მოსწავლეები, დამრიგებელ ლელა სილაკაძის ხელმძვანელობით, სკოლის ბიბლოთეკას ესტუმრნენ და მხატვრული ლიტერატურა წაიკითხეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ცნობილი მწერლების ნაწარმოებების ხმამაღლა კითხვაში. მათ რესურსად გამოიყენეს, როგორც სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი, ასევე საკუთარი ბიბლიოთეკის სახელმძღვანელოები და ელექტრონული ბიბლიოთეკა.
მე-11 კლასის მოსწავლეებმა ერთობლივად აღნიშნეს ეს დღე და თავიანთი მოკრძალებული წვლილი შეიტანეს კითხვის პოპულარიზაციაში. აღნიშნულ აქტივობაში აქტიურად იყო ჩართული სკოლის ბიბლიოთეკარი, თეონა ჯანელიძე.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“. ამ დღის აღნიშვნის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა