მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N136 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. მასწავლებლები მათ საინტერესო პროექტებსა და აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, ისინი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას შეუერთდნენ. ამ დღესთან დაკავშირებით, 2 თებერვალს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ნატო სამანიშვილმა მე-2ბ კლასში საგნობრივი ღონისძიება ჩაატარა.
მოსწავლეებმა საინტერესო ნაწარმოებები წაიკითხეს და ერთმანეთს წაკითხულიდან მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარეს. ბავშვებმა გამოთქვეს აზრი, თუ რა მნიშვნელობა აქვს წიგნს მათ ცხოვრებაში.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მეორეკლასელებმა ასევე წიგნები შექმნეს და ამით მკითხველთა დიდი ოჯახის წევრები გახდნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეებს ლიტერატურისადმი სიყვარულს უღვივებენ და ისინი მეტად მოტივირებულები ხდებიან.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა