მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ.
სკოლის მე-4 ბ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ თამარ ჟორჟოლიანიას ხელმძღვანელობით, ეს დღე სკოლის ბიბლიოთეკაში აღნიშნეს. მოსწავლეებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა არჩილ სულაკაურის საბავშვო მოთხრობა „სალამურას თავგადასავალი“ ხმამაღლა წაიკითხეს.
მეოთხეკლასელებმა დრო სიანტერესოდ და ნაყოფიერად გაატარეს. აქტივობამ ისინი გააერთიანა და ლიტერატურისადმი ინტერესი გაუღვივა.
აღსანიშნავია, წიგნის საჯაროდ კითხვის დღე 2 თებერვალს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს 100-მდე ქვეყნის ადამიანები ერთიანდებიან საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ