სიახლეები
სკოლები

„მისი მზრუნველობით ბევრი თაობა „გამთბარა“ - გაიცანით, კალის საჯარო სკოლის ყველასთვის საყვარელი პედაგოგი - ნარგიზ ღვაჩლიან-მარგველანი
06-02-2023
-
+


ნარგიზ ღვაჩლიან-მარგველანი, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის მეორე კლასის მასწავლებელია, რომელიც ბავშვების მიმართ ძალიან თბილი და ჰუმანური დამოკიდებულებით გამოირჩევა. პედაგოგის ღვაწლზე მრავალშვილიანი დედა სოფო გულბანი გვიყვება, რომლის პატარებისთვისაც ქალბატონი ნარგიზი მეორე დედად იქცა. 

„ჩვენი ნარგიზ მასწავლებელი სხვის „ბარტყებს“ საკუთარისგან არ არჩევს, ნარგიზ ღვაჩლიანი-მარგველანი კალის საჯარო სკოლის მეორე კლასის მასწავლებელია. „საჯარო კითხვის“ დროს სკოლის სამასწავლებლოში თავმოყრილ მოსწავლეებს თავზე დატრიალებდა... სხვანაირად ვერ იქნებოდა, მათ დიდ ნაწილს, კითხვას დაწყებით კლასებში, სწორედ ნარგიზ მასწავლებელი ასწავლიდა.

ნარგიზ მასწავლებელს სწავლების ორ ათეულზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს და პროფესიულ დონეზე უძღვება საქმეს...

ნარგიზ მასწავლებელი საკუთარი მეორეკლასელი „ბარტყებისკენ“ მიდის...
გარეთ დიდი თოვლია. სკოლაში თბილა. მოსწავლეები სირბილით შემოდიან და უსხდებიან მაგიდებს...

ჩვენი მრავალშვილიანი ოჯახი თბილისიდან გადმოვსახლდით და ჩვენი შვილები კალის მოსწავლეები გახდნენ. ეს სტრიქონები დამაწერინა იმან, რომ ვხედავ, ყოველ დილას ნარგიზ მასწავლებელი საკუთარ შვილებთან ერთად როგორი აჩქარებით მოდის, რათა ჩვენს შვილებს ასწავლოს... მინდა მას წარმატებები, ხოლო სკოლას და მასწავლებლებს მოსწავლეთა სიმრავლე ვუსურვო აქ,  მესტიის მუნიციპალიტეტის რთული რელიეფის ერთ-ერთ უმშვენიერეს, მაგრამ წარმოუდგენლად ლამაზ სოფელში“ 

ასევე, აღსანიშნავია პედაგიგისადმი სკოლის დირექტორის, რაულ გულბანის დამოკიდებულება: „პატარა“, რომელიც სკოლაში მოდის პირველ კლასში უკვე „დიდი“  ხდება და ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვინ იქნება მისი მასწავლებელი... ვფიქრობ, ჩვენს მოსწავლეებს გაუმართლათ, ნარგიზი მხოლოდ მასწავლებელი კი არა „მეორე დედა“ ხდება. მისი მზრუნველობით ბევრი თაობა „გამთბარა“ და იმისთვის, რომ დღემდე თავს დატრიელებს ყველა მოსწავლეს, როგორც მის საკუთარ შვილებს, ეს მის, როგორც ადამიანის და პროფესიონალის სიმაღლეებზე მიუთითებს...“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ნარგიზ მასწავლებელი იმეორებს იმას, რისიც ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდობიდან სჯერა: „...თვითმპყრობელობის დროს ქართული ენის უცოდინრობას ნიკოლოზის მთვრობას ვაბრალებდით. დღეს ვის უნდა დავაბრალოთ?!.. გახსოვდეთ, რომ თქვენ სამშობლო გავალებთ თქვენი მშობლიური ენის შესწავლას“ - ეს ტერენტი გრანელმა 1930 წელს თქვა...

„მინდა, ჩვენმა დიდებმა და პატარებმა ეს დაიმახსოვრონ და სწავლებისას მასწავლებლები მარტო არ დაგვტოვონ. მშობლებმაც ზუსტად იმავე დონეზე და ისევე აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარი შვილების განათლებაზე, როგორც ჩვენ - მასწავლებლებს გვაქვს. მაშინ შედეგი გაცილებით კარგი გვექნება....

ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა, პატარებს კითხვის სწავლა უძნელდებათ და ეს სრულიად ბუნებრივია. სწავლა ნებისმიერ ასაკში რთული შრომაა და ორმაგად რთულია, როცა საბავშვო ბაღის შემდეგ - უზრუნველობიდან საზრუნავზე ხანგრძლივი შრომის რეჟიმში გადადის, პრაქტიკულად უკვე „დიდი“ ხდება 6-7 წლის მოზარდი, რომელიც მართლა „დიდი“ არ არის, მაგრამ „პატარაც“ არ ეთქმის... ერთგვარი გარდატეხა ხდება მის ცხოვრებაში... - ამბობს პედაგოგი ნარგიზ ღვაჩლიანი-მარგველანი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება