მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტები და აქტივობები ხორციელდება.
ამჯერად, სკოლაში მე-10 კლასის მოსწავლეებმა, ფიზიკის მასწავლებელ ციალა ჩარგეიშვილის ხელმძღვანელობით, პროექტი სახელწოდებით: „ადამიანები, რომლებმაც გამოიგონეს XXI საუკუნე“ - ნიკოლა ტესლა XX საუკუნის უდიდესი გამომგონებელი განახორციელეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა სერბი ამერიკელი ინჟინრისა და ფიზიკოსის ცხოვრებაზე, ბავშვობაზე, გამოგონებებსა და ხასიათის თავისებურებებზე ისაუბრეს. მათ ერთმანეთს საინტერესო ინფორმაციები გაუზიარეს და ცოდნა აიმაღლეს.
„იგი მართლაც გამორჩეული იყო - ტესლას გარეშე, ჩვენ ალბათ სახლში ელექტროენერგიაც არ გექნებოდათ და ამ წინადადებასაც ვერ წაიკითხავდით ელექტროენერგიაც არ გექნებოდათ და ამ წინადადებასაც ვერ წაიკითხავდით“ , - აღნიშნეს მოსწავლეებმა.
პროექტის მონაწილეებმა ასევე დასძინეს, რომ სიცოცხლის 86 წლის მანძილზე, ტესლამ დააპატენტა 300-ზე მეტი გამოგონება, რომელთაც გზები მოუმზადეს ცვადლებად დენს, ელექტროძრავებს, დისტანციურ მართვას და სხვა მრავალ ინოვაციას, რომელთა გარეშეც ჩვენი დღევანდელი ცხოვრება წარმოუდგენელია.
„ნიკოლა ტესლა, როგორც თავად ამბობდა, არ ყოფილა სასწაული ან სხვა სამყაროდან მოგზავნილი მაცნე. ის ერთი ჩვენგანი იყო, რიგითი ადამიანი, რომელიც ისევ და ისევ მიაპყრობდა ჩვენს ყურადღებას საუკუნო კითხვებისკენ: ვინ ვართ ჩვენ? საიდან მოვედით? რატომ? სად გადის ჩვენი შესაძლებლობების ზღვარი?“, - აღნიშნა პროექტში მონაწილე მეათეკლასელმა.
პროექტის მონაწილეებმა ხელოვნების მასწავლებელს - ია კინწურაშვილსა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელს - თამარ ჩეხენკელს მადლობა გადაუხადეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებისა და განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით შეეძებათ
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა მიღწეული შედეგები“
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
მოსწავლეებმა მხატვრულად წაკითხული ლექსებით