სიახლეები
სკოლები

„შენ ჩვენი მყარი „საყრდენი კედელი“ ხარ!“- კალის საჯარო სკოლაში საყვარელ პედაგოგს, მამა კვირიკეს დაბადების დღეს ულოცავენ
06-02-2023
-
+


მამა კვირიკე მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის პედაგოგია, რომელიც მოსწავლეებს განსაკუთრებით უყვართ. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ის მოსწავლლებს მათემატიკასთან ერთად სიკეთის კეთებას ასწავლის. სკოლისთვის მამა კვირიკე გუნდის პატივსაცემი და მეტად მნიშვნელოვაანი წევრია, რომელიც დიდ როლს თამაშობს მოსწავლეთა წარმატებული მომავლის ფორმირებაში.  მამა კვირიკეს სასკოლო საზოგადოება დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ულოცავს დაბადების დღეს. მისდამი დამოკიდებულებაზე, მეთორმეტე კლასის მოსწავლე ნაზი მარგველანი გვიყვება:

„კალის საჯარო სკოლისკენ თუ მიუხარიათ, ეს ნაწილობრივ, ან იქნებ, მთლიანადაც მამა კვირიკეს (ერისკაცობაში სპარტაკ ცინდელიანი) - სკოლის მათემატიკის, ჭადრაკის, კომპიუტერული პროგრამების... და ბევრ სხვა საგანთან ერთად, ადამიანობისა და კეთილშობილების მასწავლებლის დამსახურებაა...

მთელმა სოფელმა, მოსწავლეებმა, მშობლებმა... ზოგადად მრევლმა გულით მიულოცა საკუთარ „მამაოს“ დაბადების დღე. მრავალი გაგთენებოდეთ, მამაო კვირიკე! ყველა მათგანის სახელით“.

სკოლის დირექტორი რაულ გულბანი მამა კვირიკეს შესახებ აღნიშნავს - „ჩვენს სკოლაში მამა კვირიკესთან ერთად სათნოება, რწმენა, ეკლესიურობა შემოვიდა... თავად მოკრძალებულ მამა კვირიკესადმი ჩვენი მოსწავლეებიც მოკრძალებულები არიან. მისგან საგნების გარდა ღირსეულ ადამიანად ყოფნის „ხელოვნებასაც“ სწავლობენ. ჩვენ მოზრდილებიც კრძალვით ვეპყრობით ღვთისმოსავ და მოკრძალებულ, ზედმიწევნით განათლებულ მამა კვირიკეს. ჩვენი სკოლის ნორმალურ ფუნქციონირებაში მისი წვლილი ნამდვილად დიდია. უნდა ნახოთ, როგორ შეჰხარიან მოსწავლეები და როგორ ეიმედებათ. თუნდაც ჭადრაკის - პოპულარობა რად ღირს... მინდა მადლობა ვუთხრა ეპარქიას, რომელსაც ამშვენებს ჩვენი მამა კვირიკე, როგორც რწმენაში ძლიერი და ერისკაცებზე მზრუნველი ახალგაზრდა „მამა“, ვისი სიკეთე და გონიერება სკოლას „ანათებს“. არა ვარ სოფელში, თორემ მის დაბადების დღეს, აუცილებლად ფართოდ აღვნიშნავდით და საქვეყნოდ ვიტყოდით სათქმელს: მადლობა, მამა კვირიკე. შენ ჩვენი მყარი „საყრდენი კედელი“ ხარ! უფალმა შენისთანები გვიმრავლოს!“.

მამა კვირიკემ კალის საჯარო სკოლაში, რამდენიმე წლის წინ დაიწყო მუშაობა, ამასთან დაკავშირებით თავად აღნიშნავს:

„როცა კალის საჯარო სკოლაში მოვედი, მხოლოდ ორი მოსწავლე გვყავდა. ახლა თექვსმეტნი არიან... იქნებ, არც ეს არის ძალიან ბევრი იმასთან შედარებით, რომ წლების მანძილზე აქ ხუთასამდე მოსწავლე სწავლობდა. შემდეგ სვანეთში სტიქიური უბედურებების და სხვა კატაკლიზმების გამო მოსახლეობამ იკლო, თავი გაარიდა აქაურობას და შედარებით უსაფრთხო ადგილას წავიდა... შესაბამისად მოსწავლეების რაოდენობაც შემცირდა... ამჟამად აქ დასაქმებული მასწავლებლები დიდ საქმეს აკეთებენ. მოსახლეობას, სწორედ მათი წყალობით, „გაქცევისკენ არ უჭირავს თვალი“... მეტიც, მადლობა უფალს, აქედან წასული ადგილობრივთაგან უკან დაბრუნების ტენდენცია იგრძნობა“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

მასწავლებლებს განაცხადის გასაკეთებლად ვადა დღის ბოლომდე აქვთ - დეტალები

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

სკოლები

დღე შთაბეჭდილებებით სავსე, დასამახსოვრებელი და ხალისიანი აღმოჩნდა სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება