მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის სავალდებულო ტრენინგები დაიწყო. როგორც მასწავლებლის სახლში განგვიცხადეს, პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ ტრენინგები დაიწყო და რეგისტრირებულ პედაგოგებს ეტაპობრივად უკავშირდებიან.
შეგახსენებთ, რომ სტატუსების მიხედვით ტრენინგების საკონტაქტო საათები განსხვავებულლია: უფროსი მასწავლებელი - 20 საკონტაქტო საათი, წამყვანი მასწავლებელი - 12 საკონტაქტო საათი, მენტორი მასწავლებელი - 6 საკონტაქტო საათი.
„საგნობრივი ტრენინგის გავლის მსურველი მასწავლებელი აუცილებელია ასწავლიდეს მოდულით გათვალისწინებული სამიზნე აუდიტორიისთვის განკუთვნილ საგანს შესაბამის საფეხურზე და არ უნდა ჰქონდეს გავლილი იგივე მოდული ცენტრის ეგიდით.
გამჭოლი მიმართულების ტრენინგმოდულის არჩევის შესაძლებლობა აქვს ყველა საგნის და საფეხურის მასწავლებელს.
უცხოური ენების (ინგლისური, გერმანული) მასწავლებლებს, შეუძლიათ გაიარონ ბრიტანეთის საბჭოსა და გოეთეს ინსტიტუტის მიერ შეთავაზებული საგნობრივი ტრენინგმოდულები.
არასწორი რეგისტრაციის შემთხვევაში, ცენტრი იტოვებს უფლებას, თვითონ შესთავაზოს მასწავლებელს მოდული“, - წერია ინფორმაციაში, რომელიც ტრენინგებზე რეგისტრაციის დაწყებისას სკოლებს გადაეგაზვნათ.
ტრენინგების უმრავლესობა ონლაინ, Teams-პლატფორმაზე ჩატარდება, რამდენიმე მოდულზე კი პედაგოგებს პირისპირ სწავლების არჩევის საშუალება აქვთ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა