სიახლეები
ეტალონი

თბილისის სკოლებში „ეტალონის“ შესარჩევი ტური მოსწავლეთა მაღალი აქტივობით ჩატარდა
20-04-2018
-
+


თბილისის სკოლებში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა.

„ეტალონის“ პირველი ტურის ორგანიზებაში თბილისის რესურსცენტრისა და სკოლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, თბილისის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.

ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა. მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.

დიდუბე-ჩუღურეთის რესურსცენტრის უფროსი ლელა ჯაში:

„მე მონიტორინგზე ვიყავი ერთ-ერთ სკოლაში. მაღალი იყო აქტივობა. მივესალმებით ყველა ისეთ აქტივობას, რომლებიც მიმართულია ჩვენი მოსწავლეები ინტელექტუალურ ზრდაზე.“

კერძო სკოლა „ცოდნის“ დირექტორი ნაზი ნადირაძე:

„ეტალონის“ შესარჩევმა ტურმა წარმატებით ჩაიარა. მოსწავლეები ძალიან მოტივირებულები არიან. პროექტი ყოველვის იზიდავს ბავშვებს. შედეგებით კმაყოფილები ვართ. „ეტალონი“ ჩვენთვის უცხო არ არის. დიდი წარმატებები მინდა გისურვოთ. ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვან  და საინტერესო პროექტს ახორციელებთ. დიდი მადლობა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს.“

კერძო სკოლა „ცოდნის“„ეტალონის“ პედაგოგი ბელა გობეჯიშვილი:

„ეტალონის“ პირველ ტურში აქტივობა ძალიან მაღალი იყო. საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენეს მოსწავლეებმა.  მონდომებულები არიან და დიდი სურვილი აქვთ, რომ მომდევნო ეტაპშიც გააგრძელონ ბრძოლა. „ეტალონი“  ძალიან კარგი პროექტია. მოსწავლეთა განვითარებას, ცოდნის დონის ამაღლებას ემსახურება. ბავშვებს უფრო მოტივირებულს ხდის. თქვენი პროექტები ძალიან მოგვწონს. ინეტელექტ-ჩემპიონატთან ერთად, ჩვენი მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები Izrune.ge-ში.“

თბილისის N61 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე მადინა ბაღდავაძე:

„ეტალონის“ პირველ ეტაპზე ჩართულობა მაღალი იყო. მე-12 კლასელებსაც სურდათ ტესტირებაში მონაწილეობა, თუმცა პროექტი მე-8-მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეთა ჩართულობას ითვალისწიენებს და ამიტომ, მათ ვერ მიიღეს მონაწილეობა. მშვიდ გარემოში, ობიექტურად მიმდინარეობდა ყოველგვარი ხმაურის გარეშე. ასეთი ღონისძიებები უფრო ხშირად უნდა ტარდებოდეს.  ბავშვებიც უფრო აქტიურები იქნებიან და თავიანთი უნარების გამოვლენის შესაძლებლობა ექნებათ.“

თბილისის N61 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მარიამ ჯიჯიაშვილი:

„ეტალონში“ მოსწავლეთა ჩართულობა მაღალი იყო. ტესტირების პროცესს რამდენიმე მასწავლებელი ვესწერებოდით. რაც შეეხება შედეგებს, უკეთესს ვისურვებდი. „ეტალონი“ ნამდვილად მნიშვნელონია პროექტია, რომლითაც მოსწავლები თავიანთ ცოდნას, ინტელექტს ამოწმებს. ვფიქრობ, რომ უფრო ხშირად უნდა ტარდებოდეს.“

„არასახელმწიფო საერო ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა „მერმისის“ დირექტორი მანანა მალაზონია:

„ჩვენი სკოლის მოსწავლეები ინტერსით ჩაერთნენ ინტელექტ-ჩემპიონატში. კარგი ქულები გვავქვს. პროექტში მონაწილე მოსწავლეებიდან უმეტესობამ გადალახა ბარიერი. „ეტალონი“ მნიშნელოვანი პროექტია, რადგან მოსწავლეთა ინტელექტის ამაღლებას უწყოსბ ხელს.“

თბილისის N23 საჯარო სკოლის დირექტორი მაგდა ბარამაძე:

„ინტელექტ-ჩემპიონატმა მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. მინდა აღვნიშნო, რომ კითხვები ძალიან კარგად იყო შედგენილი. პროექტში მონაწილეობა მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობები სწორად შეფასების საშუალებას მისცემს. წარმატებებს ვუსურვებ მოსწვლეებს.“ 

თბილისის N23 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნინო მუმლაძე:

„ეტალონის“ პირველ ტურში მოსწავლეთა ჩართულობა  ძალიან მაღალი იყო, შედეგებიც მაღალი გვაქვს. მაქსიმალური ქულა 77 დაფიქსირდა. პროექტი ნამდვილად მნიშნელოვანია, სასურველია, რომ გაგრძელდებს. ეხმარება მოსწავლეებს რომ თავიანთი ცოდნდა გამოვალინონ და შესაძლებლობები შეაფასონ.“

თბილისის N195 საჯარო სკოლის დირექტორი კობა წენგუაშვილი:

„ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია. ყველას ძალიან მოგვწონს და მხარს ვუჭერთ. ყოველთვის დიდი სიამოვნებით ჩავერთვებით ინეტელექტ-ჩემპიონატში.“

თბილისის N195 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი აკაკი სიორიძე:

„ეტალონი“ ძალიან საინტერესო პროექტია და ყოველთვის მივესალმებით მის ჩატარებას სკოლებში. მოსწავლეები დაინტერესებულები არიან ინტელექტ-ჩემპიონატით. საკმაოდ განსახვავებული ქულები დაფიქსირდა. უკეთესი შედეგები  მე-11 კლასელებმა აჩვენეს.“

თბილისის N72 საჯარო სკოლის დირექტორი მანანა კიკაჩეიშვილი:

„ეტალონის“ მიმართ ინეტერსი ყოველთვის ძალიან დიდია. პროექტი მოსწავლეთა ცოდნის დონის მონიტორინგის საშუალებას იძლევა. დავინახეთ, რომელ საგნებში არიან ბავშვები უფრო ძლიერები, სად გვაქვს გარღვევა. სწორედ ამიტომ ინტელექ-ჩემპიონატი ძალიან მნიშვნელოვანია.“

თბილისის N72 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ქეთევან ქათამაძე:

„ჩვენ შარშანაც ვმონაწილეობდით „ეტალონში“. წელსაც მე-8-11 კლასების მოსწავლეები მაღალი აქტივობით  ჩაერთნენ.  საინტერესო კითხვები იყო. ბევრმა შემოხაზა კატეგორია „მამულიშვილი“. ალბათ ჩატლეს, რომ მხოლოდ თავიანთი ცოდნის გამოცდა სურდათ და მეორე ტურში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს. ასეთმა მოსწავლეებმა 70 ქულები მიიღეს, გული მწყდება, რომ მეორე ტურში ვერ შეძლებენ მონაწილეობას.  ინტელექტ-ჩემპიონატი ზოგად განათლებას, ერუდიციას ავითარებს. მოხარულები ვიქნებით, რომ კიდევ ჩავატაროთ სკოლაში „ეტალონი“.

თბილისის N103 საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ ჩხაიძე:

„ეტალონის“ შესარჩევ ტურში ჩვენი სკოლის მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ. ყოველთვის მივესალმებით ინტელექტ-ჩემპიონატის ჩატარებას.  „ეტალონთან“ თანამშრომლობით კმაყოფილები ვართ და მუდმივ მზადყოფნას ვაცხადებთ, რომ ამ პროექტში მივიღოთ მონაწილეობა.“ 

თბილისის N103 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი დიანა იასეშვილი:

„მოსწავლეები „ეტალონში“ ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. გამჭვირვალედ და ობიექტურად ჩატარდა შესარჩევი ტური. რაც შეეხება შედეგებს, დიდად სახარბიელო არ არის. “

თბილისის N108 საჯარო სკოლის დირექტორი მაია მღვდელაძე:

„ეტალონი“ ძალიან საჭირო შემეცნებითი ხასიათის პროექტია. ბავშვები ინტელექტ-ჩემპიონატის პირველ ტურში აქტიურად ჩაერთნენ, ბევრი ახალი რამ გაიგეს. შეიძლება ვერ გვიმარჯოთ, ვერ გავიდეთ შემდეგ ტურში, მაგრამ მთავარია, რომ მოსწავლეები თავიანთ თავზე დაიწყებენ მუშაობას, სწავლის მიმართ მოტივაცია გაეზრდება.  ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, პროექტი დიდი მნიშვნელობისაა.“

თბილისის N108 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მზია გიგაური:

„ინტელექტ-ჩემპიონატის შესარჩევმა ტურმა ორგანიზებულად ჩაიარა. მოსწავლეებს წესები წინასწარ გავაცანით. ბევრმა მათგანმა კატეგორია „მამულიშვილი“ შემოხაზა. რაც შეეხება შედეგებს, ცუდი არ იყო. მე სკოლაში ორ საგანს - მათემატიკასა და ხელოვნებას ვასწავლი. როდესაც გაკვეთილზე შევდივარ, ბავშვები „ეტალონის“ ტესტირების კითხვებზე მსჯელობენ. როგორც ისინი აღნიშნავენ, ძალიან კმაყოფილები არიან ინეტელექტ-ჩემპიონატით. ვაპირებ, რომ „ეტალონის“ ტესტირების კითხვები საგნების მიხედვით ჩამოვწერო და სკოლაში „ეტალონის“ მსგავსი ტური ჩავატარო.“

თბილისის N127 საჯარო სკოლის დირექტორი ლია სამადაშვილი:

„ეტალონის“ შესარჩევ ტურში, შარშანდელის მსგავსად, წელსაც მოსწავლეთა მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. ბავშვებს ძალიან უყვართ ეს პროექტი.  ვფიქრობ, ინტელექტ-ჩემპიონატი ხშირად უნდა ტარდებოდეს. იგი ბავშვების სწავლის მიმართ მოტივაციის ამაღლებას ისახავს მიზნად.“ 

თბილისის N127 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი შორენა ტყებუჩავა:

„ეტალონში“ მონაწილეობის სურვილი მოსწავლეთა უმრავლესობამ გამოთვქა.  რატომღაც უმეტესობამ კატეგორია „მამულიშვილი“ შემოხაზა. იმედი მაქვს, რომ მომავალ წლებში უფრო „თამამი“ მოსწავლეები გვეყოლებიან. რაც შეეხება შედეგებს, მეტ-ნაკლებად კმაყოფილები ვართ.   ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობით მოსწავლეები თავიანთ ცოდნას აფასებენ.  პროექტი მათ მეტად მოტივირებულსა და თავდაჯარებულს ხდის. „ეტალონი“დიდხანს უნდა გაგრძელდეს.“

შპს კერძო სკოლას „ეტელონის“ პედაგოგი ნატო ცუცქირიძე:

„ჩვენი სკოლის მე-8-მე-11 კლასის მოსწავლეები მაღალი აქტივობით ჩაერთნენ ინტელექტ-ჩემპიონატის შესარჩევ ტურში. ისინი ხალისითა და ინტერესით მონაწილეობდნენ „ეტალონის“ ტესტირებაში. კითხვებსაც კარგად გაართვეს თავი. კითხვებზე მინდა ვთქვა, რომ ძალიან საინტერესო იყო. ეს პროექტი მთელს საქართველოში ცნობილია და მასთან თანამშრომლობა ჩვენთვის სასურველია.“

თბილისის N172 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მანანა სამხარაძე:

„ტესტირებამ კარგად ჩაიარა. რაც შეეხება მოსწავლეთა შედეგებს, უკეთესს ველოდი. მინდა აღვნიშნო, რომ  ტესტები კარგად იყო შედგენილი.“

თბილისის N172 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნინო ჩადუნელი:

„ჩვენს სკოლაში ინტელექტ-ჩემპიონატის შესარჩევი ობიექტურად და გამჭვირვალედ ჩატარდა. „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია, რადგან მოსწავლეთა ცონდის გამოვლებასა და გაღრმავებას ისახავს მიზნად.“ 

თბილისის N153 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ელეონორა ჟორჟოლიანი:

„ეტალონი“ ძალიან სასარგებლო პროექტია. მოსწავლეების დაინეტერსებულები არიან ინეტელექტ-ჩემპიონატით. სწორედ ამიტომ ჩართულობა შესანიშნავი იყო.“

შპს ჰელიოსის დირექტორის მოადგილე და „ეტალონის“ პედაგოგი დარეჯან გუგბერიძე:

„ეტალონის“ შესარჩევ ტურში მოსწავლეთა ჩართულობა მაქსიმალური იყო. ბავშვები ხალისით მონაწილეობდნენ ინტელექტ-ჩემპიონატის ტესტირებაში. „ეტალონი“ მნიშვნელოვანი პროექტია, იგი მოსწალეებს თავიანთი ცოდნის მობილიზებასა და გამოვლენაში ეხმარება.“ 

თბილისის N32 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო კაშია:

„ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ტური ჩვენს სკოლაში მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით ჩატარდა. ბავშვები გახარებულები და კმაყოფილები დარჩნენ.  მათთვის ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობა ძალიან ბევრის მომცემია. მადლობა თქვენ ამ პროექტისთვის.“  

თბილისის N32 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ეკა ხონელიძე:

„ეტალონის“ ტესტირება მშვიდ გარემოში გაიმართა. შესარჩევ ტურში მონაწილე მოსწავლეებიდან მხოლოდ ორმა ვერ გადალახა, ბავშვები კმაყოფილები იყვენენ შედეგებით. „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტი, მივესალმებით მის ჩატარებას.“

თბილისის N6 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ აბაზაძე:

„ინეტელქტ-ჩემპიონატის შესარჩევ ტურში მოსწავლეთა ჩართულობა მაღალი იყო.  „ეტალონი“ საინტერესო პროექტია, რადგან მოსწავლეების ცოდნის დონის ამაღლებას უწყობს ხელს. ყოველთვის მზად ვართ, ამ პროექტში მივიღოთ მონაწილეობა. დიდი მადლობა ინტელექტ-ჩემპიონატის დამფუძნებლებს.“

თბილისის N6 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ქეთევან ჯალაბაძე:

„ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩვენს სკოლაში ძალიან კარგად ჩატარდა. მოსწავლეები მაღალი აქტივობით ჩაერთნენ ტესტირებაში. ისინი მოტივირებულები და მონდომებულები იყვნენ, დამოუკიდებლად იმუშავეს და თავიანთი შესაძლობლები გამოავლინეს. ელოდებიან მეორე ტურში მონაწილეობას.“

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს 

სტუდენტების 2 კატეგორია, რომელიც 500 და 700 ლარით დაფინანსდება - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი

რატომ უნდა დაიწეროს ნიშნები სკოლაში - მოსწავლის შეფასების მიზნები, პრინციპები, ამოცანები

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

სიახლეები
საზოგადოება