სიახლეები
სკოლები

აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის კითხვის პოპულარიზაციის საქმეში წვლილი შეიტანეს
07-02-2023
-
+


„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე სამყარო“ - ამ ლოზუნგით ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, თამარი კაპანაძის ხელმძღვანელობით, VII კლასის მოსწავლებმა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღნიშნეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, წიგნიერების ამაღლების და წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მიზნით, მათ წაიკითხეს უცხოელ და ქართველ მწერალთა ნაწარმოებებიდან ნაწყვეტები, იმსჯელეს თანამედროვეობის მთავარი პრობლემის, ციფრული გამოწვევის შესახებ, რომელმაც დღევანდელი თაობა ვირტუალურ სივრცეში გაიტაცა.

შეხვედრა მიზანმიმართულად სკოლის ბიბლიოთეკაში, მშვიდ და მყუდრო გარემოში წარიმართა.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის პედაგოგს საინტერესო აქტივობის განხორციელებისათვის.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“. ამ დღის აღნიშვნის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება