„მინერალური წყლების შედარებითი დახასიათება“ - საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში კვლევითი გაკვეთილი ჩატარდა
06-02-2023
დაკოპირებულია
-
+
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში, დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეებისთვის საინტერესოდ დაგეგმილი გაკვეთილის შეთავაზებას, ამის გათვალისწინებით ქიმიის მასწავლებელმა, ანნა წულაიამ მოსწავლეებს საინტერესო კვლევითი გაკვეთილი შესთავაზა.
2 თებერვალს, საჩინოს მეორე საჯარო სკოლაში მე-8 და მე-10 კლასებში, კვლევითი გაკვეთილი ქიმიაში ჩატარდა, რომელიც სამეცნიერო მეთოდის გამოყენებით განხორციელდა.
კვლევის შინაარსს -„მინერალური წყლების შედარებითი დახასიათება“, წარმოადგენდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კვლევის მიზანი იყო მოსწავლეებს გაეცნობიერებინათ სწავლა-სწავლების პროცესში მეცნიერული მეთოდების გამოყენება.
დაგეგმილ სამეცნიერო აქტივობაში მოიაზრება კვლევის შემდეგი მეთოდების გამოყენება: საკვლევი კითხვის დასმა, დაკვირვება, მონაცემთა აღრიცხვა, მონაცემთა დაჯგუფება, მონაცემთა აღწერა, მონაცემთა ანალიზი და დასკვნა.
„მოსწავლეებმა ჩაატარეს კვლევის პირველი ეტაპი: მინერალური წყლები შეადარეს ერთმანეთს ორგანოლეპტიკური (დაგემოვნება) და მონაცემებზე დაყრდნობით (წყლის ეტიკეტის აღწერა) მეთოდებით. საქართველოს კონტურული რუკაზე დაიტანეს წყლების მოპოვების ადგილი. მოსწავლეებმა ჩამოაყალიბეს 2 საკვლევი ჰიპოთეზა. მონაცემების დამუშავების შემდეგ განხორციელდება კვლევის შედეგების შედარება ჰიპოთეზასთან და საინფორმაციო პოსტერის შექმნა მინერალური წყლის სარგებლობაზე.
მადლობა თითოეულ მოსწავლეს აქტივობისთვის!“ - აღნიშნავენ სკოლაში.