სიახლეები
სკოლები

ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის 2020-2021 სასწავლო წლის 5 წარჩინებული კურსდამთავრებული ოქროს მედლებით დაჯილდოვდა
07-02-2023
-
+


ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის 5 წარჩინებულ კურსდამთავრებულს კუთვნილი ოქროს მედლები გადაეცა. 

2020-2021 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრში დაჯილდოვდნენ. 

კურსდამთავრებულებს მედლები მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, მარინე ვეფხვაძემ გადასცეს.

წარჩინებულ, 21 მოსწავლეს შორის 5 ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის ოქროსმედალოსანია.

2021 წელს ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია ოქროს მედალზე დაამთავრეს შემდეგმა მოსწავლეებმა:

  1. ნინო მიქაბერიძე;
  2. თეო გოლუბიანი;
  3. მარიამ მანჯავიძე;
  4. ბაქარ ორბელაძე;
  5. საბა ებანოიძე.
აღსანიშნავია, რომ საბა ებანოიძე გახლავთ 2019 წლის „საქართველოს ეტალონი“ მოსწავლე.

სკოლის დირექცია კურსდამთავრებულთა კლასის დამრიგებელსა და პედაგოგებს მოსწავლეთა განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობას უხდის, ახალგაზრდებს კი წარმატებას კიდევ ერთხელ ულოცავს. 

„მადლობას ვუხდით, დამრიგებელს, ღვაწლმოსილ პედაგოგს, მანანა კიკნაძეს და ყველა მათ მასწავლებელს გაწეული შრომისთვის.
გულითადად ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს და ვუსურვებთ მომავალში წარმატებებს“,- ვკითხულობთ სკოლის დირექციის წერილში.

​შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სეტყვა, ქარი, ელჭექი... - სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება