სიახლეები
სკოლები

„ხსნარების პროცენტული კონცენტრაცია და მისი როლი ყოფა-ცხოვრებაში“ - თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
07-02-2023
-
+


თბილისის N103 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან კომპლექსურ დავალებებს აქტიურად სთავაზობენ.  

ამჯერად, მერვეკლასელებმა პედაგოგების მანანა ჭიკაძისა და რუსუდან ნუცუბიძის ხელმძღვანელობით, ქიმიის გაკვეთილზე კომპლექსურ დავალებაზე - „ხსნარების პროცენტული კონცენტრაცია და მისი როლი ყოფა-ცხოვრებაში“ იმუშავეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მერვეკლასელებმა ხსნარების კლასიფიკაცია განახორციელეს. მათ გამხსნელი და გახსნილი ნივთიერება განასხვავეს, გაიაზრეს თუ რა მნიშვნელობა აქვს ხსნარის შემადგენელი კომპონენტების თანაფარდობას, გამოთვალეს გახსნილი ნივთიერებების მასური წილი სხვადასხვა ხსნარისთვის და გახსნის პროცესზე მოქმედი ფაქტორები დაადგინეს.

მოსწავლეებმა გაკვეთილზე თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს, რამაც საგაკვეთილო პროცესი მეტად საინტერესო და სახალისო გახადა.

„მოსწავლეებმა ააგეს ხსნადობის მრუდები, დაამზადეს სხვადსახვა ნივთიერების უჯერი და ნაჯერი ხსნარები, შეძლეს უჯერი ხსნარიდან ნაჯერი და ზენაჯერი ხსნარების და პირიქით მიღება. მათ ასევე იმსჯელეს სად და როგორ გამოიყენებდნენ საჭირო კონცენტრაციის ხსნარის დამზადების შესახებ ცოდნას ყოფა-ცხოვრებაში“, - გვიყვებიან სკოლაში.

მერვეკლასელებმა ასევე იმსჯელეს სად და როგორ გამოიყენებდნენ საჭირო კონცენტრაციის ხსნარის დამზადების შესახებ ცოდნას ყოფა-ცხოვრებაში.

მერვეკლასელებმა თავადაც დაამზადეს შაბიამნის ულამაზესი კრისტალები. შაქრის შესაბამისი კონცენტრაციის ხსნარში მოხარშეს კომშის მურაბა და თავიანთ საპრეზენტაციო ნაშრომებში - „ინტერაქტიურ რვეულებში“ (lapbook) ასახეს დავალებაზე მუშაობისას მიღებული ცოდნა და გამოცდილება.

გაკვეთილის დასასრულს ბავშვებმა არაფორმალურ გარემოში ჩაირა და მათი მომზადებულ მურაბით უმასპინძლეს კლასის დამრიგებლებს და შედეგები საბოლოოდ შეაჯამეს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სეტყვა, ქარი, ელჭექი... - სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება