სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში მკითხველთა კლუბი ჩამოყალიბდა
07-02-2023
-
+


ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და წიგნიერების დონის ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, მკითხველთა კლუბი შეიქმნა, რომელშიც მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეები გაერთიანდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კლუბის შექმნის მიზანი მოზარდებში წიგნიერების დონის ამაღლება, ლიტერატურული გემოვნების ჩამოყალიბება, კითხვის და კრიტიკული აზროვნების, განსჯის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და მათი ჩართვა თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებში იყო.

სკოლის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მკითხველთა კლუბი მოსწავლეების ლიტერატურულ და კულტურულ თვალსაწიერს გააფართოებს. მოსწავლეები შეძლებენ თავისუფალი დროის სწორად დაგეგმვასა და გამოყენებას.

აღნიშნული კლუბის მიზნების გასაცნობად, 3 თებერვალს სამეცნიერო ბიბლიოთეკის საბავშვო ლიტერატურის განყოფილებაში მკითხველთა კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა, რომლის ორგანიზატორიც ნინო გამყრელიძე იყო.

ინტერაქტიულ ფორმატში მოსწავლეები მკითხველთა კლუბის არსს გაეცვნენ, ისაუბრეს საყვარელ ნაწარმოებებსა და პერსონაჟებზე. მათ ასევე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს. შეარჩიეს წასაკითხი წიგნი,  შეთანხმდნენ წაკითხვის გეგმაზე და გაითავისეს ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელსაც მკითხველთა კლუბის წევრობა ჰქვია.

„მკითხველთა კლუბი კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ მოსწავლეებმა ხშირად იკითხონ, სიღრმისეულად გაიაზრონ წაკითხული, გააკეთონ რეფლექსია და იმსჯელონ“, - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება