სიახლეები
სიახლეები

სტუდენტებს დაფინანსებისთვის განაცხადის წარდგენა 15 თებერვლიდან შეეძლებათ - დოკუმენტების ჩამონათვალი და დეტალები
08-02-2023
-
+


აჭარის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სტუდენტთა დაფინანსებასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს.

„2023 წელს პროგრამის ფარგლებში დაფინანსება გაუგრძელდება 2018, 2019, 2020, 2021, 2022 და 2023 წლებში სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციარებსრომლებიც გადალახავენ პროგრამით გათვალისწინებულ ბარიერს (სემესტრში საშუალო აკადემიური მოსწრება -71%და 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულისა და შემოდგომის სემესტრებში გავლილ საგნებში არ ექნებათ F შეფასება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

2023 წელს ახალი სტუდენტების დასაფინანსებლად კონკურსი ორ ეტაპად გაიმართება. პირველი ეტაპი: 2023 წლის  15 თებერვლიდან  17 მარტის 18:00 სთ-მდე.  მეორე ეტაპი: 2023 წლის  1 აგვისტოდან  31 აგვისტოს 18:00 სთ-მდე.

კონკურსის პირველ ეტაპზე - პროგრამის ფარგლებში, დაფინანსების  მოპოვება შეუძლიათ პირველი კურსის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში: ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.

კონკურსის მეორე ეტაპზე - პროგრამის ფარგლებში, დაფინანსების  მოპოვება  შეუძლიათ პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კურსის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში: ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. 

სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში არ ხდება სტუდენტის სწავლის საფასურის დავალიანების დაფარვა.

სტუდენტთა კატეგორიები

სტუდენტთა დახმარების პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება გაიცემა სტუდენტებზე, რომელთა ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია, ან მეტი 71%-სა და განეკუთვნება ერთ-ერთ  კატეგორიას:

  • სტუდენტები, რომლებიც არიან  მაღალმთიანი აჭარიდან  (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ   და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ქედა, შუახევი, ხულო, ასევე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების საქართველოს მთავრობის N671 დადგენილებით განსაზღვრულ სოფლებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);

დოკუმენტების ჩამონათვალი

  • სტუდენტები, რომლებიც არიან ობოლი დედით, მამით, ან  უდედმამო  (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);

დოკუმენტების ჩამონათვალი

  • სტუდენტები, რომლებიც არიან  მრავალშვილიანი ოჯახის  ოთხი და მეტი შვილით წევრები (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);

დოკუმენტების ჩამონათვალი

  • სტუდენტები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 100 000-ზე (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში); 

დოკუმენტების ჩამონათვალი

  • სტუდენტები, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე  არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);

დოკუმენტების ჩამონათვალი 

  • სტუდენტები, რომლებსაც, ან რომელთა მშობლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს მარტოხელა მშობლის (მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის) სტატუსი (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში); 

დოკუმენტების ჩამონათვალი

  • სტუდენტები, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად ზომიერად/მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში); 

დოკუმენტების ჩამონათვალი

  • სტუდენტები, რომლებიც არიან აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ზოგადი აშლილობების ჯგუფიდან ერთ-ერთი: F84.0, F84.1, F84.2, F84.3, F84.4, F84.5, F84.8, F84.9) მქონე პირები (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში).

დოკუმენტების ჩამონათვალი

დაინტერესებულ პირებს  განცხადებისა და კატეგორიის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოენა შეუძლიათ მატერიალური ფორმით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში  (მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქ. N4).

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქუჩა №4.
ტელ:  577 52 03 14 - მარინა პაქსაძე
ელ-ფოსტა: st.dakhmareba@gmail.com


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება

დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს

განათლებაში ხელფასი 252 ლარით გაიზარდა - დეტალური ინფორმაცია

აბიტურიენტების საყურადღებოდ - NAEC შეხვედრას ჩაატარებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება