მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა - მიხეილ ჩხენკელმა, ბრძანებით, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოს საჯარო სკოლას სამშობლოს დაცვის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული მასშტაბით აღიარებული გარდაცვლილი საერო პირის – ჯემალ გაბულდანის სახელი მიანიჭა.
etaloni.ge აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და დეტალების გასაგებად სკოლის დირექტორ მერი ჟორჟოლიანს დაუკავშირდა:
„ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი სკოლა გმირის - ჯემალ გაბულდანის სახელობის გახდა. ის ჩვენთვის და მოსწავლეთათვის ავტორიტეტია. ჩვენი სოფლის ბავშვებმა დაღუპული გმირის შესახებ არ იცოდნენ. სკოლაში საყოველთაო შეკრება მოვაწყვეთ, სადაც განვიხილეთ რომ სკოლა მისი სახელობის უნდა გამხდარიყო. სწორედ ამის შემდგომ შეიტყო მთელმა ახალგაზრდობამ დაღუპული გმირის შესახებ. ბავშვები მის ავტობიოგრაფიას გაეცვნენ. გაკვეთილზე, რომ შევდიოდით მოსწავლეები ამბობდნენ ჩვენ მასავით უნდა აღვიზარდოთ. მასავით უნდა ვიყოთ. დღეს ამ სიახლით ისეთი ამაყები ვართ, ახალგაზრდა ბიჭმა ასე შესწირა თავი სამშობლოს და მისი სახელი ჰქვია ჩვენს სკოლას. მომავალი თაობა მის მაგალითზე ქვეყნის სიყვარულს ისწავლის“, - აღნიშნა სკოლის დირექტორმა, მერი ჟორჟოლიანმა.
აღსანიშნავია, რომ ჯემალ გაბულდანი დაიბადა 1965 წლის 6 ნოემბერს მესტიის რაიონის სოფელ ბეჩოში. აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. 1992 წლის 5 ოქტომბერს განთიადში ბრძოლისას სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა 27 წლის ახალგაზრდა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით NAEC ინფორმაციას ავრცელებს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
აქტივობას ხელმძღვანელობდა სომხური ენის მასწავლებელი, ისკუი ეღუნიანი